Baby Bag

ახალ წელს ასე მომზადებული გოზინაყით უნდა შეხვდეთ

ახალ წელს ასე მომზადებული გოზინაყით უნდა შეხვდეთ

რეცეპტით, რომელსაც​ ​MomsEdu.ge გთავაზობთ, გოზინაყი საუკეთესო გამოდის, თან მარტივი მოსამზადებელია. 

გოზინაყის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • თაფლი - 3 ჭიქა 
  • ნიგოზი - 8 ჭიქა

მოხალეთ ნიგოზი დაბალ ცეცხლზე ისე, რომ გარსი გაეცალოს. შემდეგ სასურველ ზომებად დაანაწევრეთ. თაფლი წამოადუღეთ და თან მუდმივად ურიეთ, სანამ არ აქაფდება. აქაფების შემდეგ გადმოდგით, გააგრილეთ და წამოდუღება/გაგრილება 4-ჯერ გაიმეორეთ. 

ბოლოს თაფლში ჩაყარეთ გამზადებული ნიგოზი (დაჭრილი/დანაწევრებული), დაბალ ცეცხლზე ურიეთ მანამ, სანამ ნიგოზი ოქროსფერი არ გახდება. 

გამზადებული გოზინაყი ცივი წყლით დასველებული თეფშებზე სველი გასაბრტყელებლით გაანაწილეთ.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ 🎄

შეიძლება დაინტერესდეთ

სახლში მაიონეზს სხვა რეცეპტით აღარ მოამზადებთ

სახლში მაიონეზს სხვა რეცეპტით აღარ მოამზადებთ

მაიონეზი გახლავთ კვერცხის გულის, ზეთის, მდოგვის და ლიმონის ან ძმრის კომბინაცია, რომელიც ემულსიის პროცესით მიიღება. მასში შემავალი ყველა კომპონენტი თუ ჯანსაღია, მაიონეზიც ჯანსაღია. თუმცა, მაღაზიაში ნაყიდ მაიონეზებს რიგი პრობლემები აქვთ და სწორედ ამიტომაა მიჩნეული არაჯანსაღად. ესენია:

რაფინირებული ზეთები (იქნება ეს მზესუმზირა, სოიო თუ ნებისმიერი სხვა რაფინირებული ზეთი. დეტალური ინფორმაცია ზეთებზე: https://rb.gy/peuot4)

დამატებული შაქრები და დამატკბობლები

ემულგატორები და სტაბილიზატორები რომელიც შენახვის ვადას უხანგრძლივებენ (დეტალური ინფორმაცია ემულგატორებზე: https://rb.gy/bbvgnq)

მარილის ნაცვლად MSG რომელიც ასევე ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია (დეტალური ინფორმაცია MSG-ზე: https://rb.gy/7wzn0t)

როგორ მოვიქცეთ?

მაღაზიაში ყიდვისას, ეცადეთ ყურადღება მიაქციოთ შემადგენლობას და აარჩიოთ მაღალი ხარისხის, ჯანსაღი ზეთით დამზადებული მაიონეზი ან უკეთესი ალტერნატივაა მისი სახლში მომზადება.

აქვე გიზიარებთ მაიონეზის რეცეპტსაც

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცის გული (პასტერიზებული)
  • 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი
  • მწიკვი შავი წიწაკა
  • 1.5 ჩაის კოვზი მდოგვი
  • 200 მლლ ზეითუნის ან ავოკადოს არარაფინირებული ზეთი
  • მომზადების წესი:

    ყველა ინგრედიენტი, ზეთის გარდა კარგად შეურიეთ ერთმანეთს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. მიქსერი ან შეურიოთ მექანიკური ხელის შემრევით. როცა ერთიან მასას მიიღებთ, ნელ-ნელა დაუმატეთ ზეთიც.

    წყარო:​ Epicalorie

    წაიკითხეთ სრულად