Baby Bag

ოსპის სუპის მიღება ბავშვებისთვის 11 თვიდან შეიძლება - ნახეთ მომზადების წესი

ოსპის სუპის მიღება ბავშვებისთვის 11 თვიდან შეიძლება  -  ნახეთ მომზადების წესი

თუ თქვენი პატარა უკვე 11 თვისაა, მას შეგიძლიათ წითელი ოსპის სუპი შესთავაზოთ. 

მომზადების წესს ​Momsedu.g​e გთავაზობთ. 

საჭირო ინგრედიენტები:

  • 100 გრ. წითელი ოსპი
  • 1ც. სტაფილო
  • 1ც. (პატარა ზომის) ბულგარული წიწაკა
  • 2ც. საშუალო ზომის კარტოფილი
  • 1 თავი ხახვი (პატარა ზომის)
  • 10 გრ. ოხრახუში და კამა
  • 5 მლ. ზეითუნის ზეთი

როგორ მოვაზმადოთ?

გასუფთავებული კარტოფილი, ხახვი, სტაფილო და ბულგარული მოხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. წყალში დაახლოებით 2 საათით დაალბეთ ოსპი, დამბალი ოსპი დაუმატეთ ბოსტენულს და ერთად ხარშეთ კიდევ 20 წუთი. (ოსპი უნდა დარბილდეს). აღნიშული ბოსტნეული და ოსპი დააბლენდერეთ და მოაყარეთ ოხრახუში და კამა, მოასხით ზეთი.

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ კვების ამ წესებს დავიცავთ, ბავშვს არანაირი ვიტამინი არ დასჭირდება - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს ვიტამინების ნაცვლად სასარგებლო საკვები პროდუქტები შესთავაზონ:

„ყველანი თევზის ქონს გაიძახიან. ერთი თევზი უდრის იმდენ ომეგა 3-ს, რაც შეიძლება ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღოს ბავშვმა. ბავშვს ნატურალური პროდუქტებიდან უნდა შევთავაზოთ ყველა ტიპის ჯგუფი: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, თევზის პროდუქტები. ამ პროდუქტებიდან მისი შეწოვა და ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია, ვიდრე სამკურნალო საშუალებებიდან. განსაკუთრებული ვიტამინები არ არის აუცილებელი. ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული მართვისას მთავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. სწორი კვება ნიშნავს, რომ დღის რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, 20% ცილა. თუ იქნება ეს დაცული, არანაირი ვიტამინები ბავშვს არ დასჭირდება. ვიტამინები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სწორი კვება. კაცმა არ იცის რა შემოდის, რა სახის ვიტამინებია. კარგი ხარისხის ვიტამინები საკმაოდ ძვირია. სჯობს ამ თანხით რაიმე საკვები პროდუქტი ვუყიდოთ ბავშვს და იქიდან გაცილებით მეტი სარგებელი გვექნება,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

წაიკითხეთ სრულად