Baby Bag

ძველი მეგრული წვნიანი „ტიბუ,“ რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებასა და ვირუსების დამარცხებაში დაგეხმარებათ - ესმა კუნჭულიას რეცეპტი

ძველი მეგრული წვნიანი „ტიბუ,“ რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებასა და ვირუსების დამარცხებაში დაგეხმარებათ - ესმა კუნჭულიას რეცეპტი

კულინარმა და ტელეწამყვანმა ესმა კუნჭულიამ ძველი მეგრული წვნიანის რეცეპტი გაგვაცნო, რომელიც ვირუსების წინააღმდეგ ძალიან ეფექტიანია და იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს:

„მე მინდა, რომ ძველი მეგრული წვნიანით შევებრძოლო კორონავირუსს. 102 წლის მეგრელმა ქალმა მითხრა: „მე ყოველ წელს, ვირუსების დროს მივირთმევდი წვნიანს „ტიბუს,“ რომელიც ქონდრით, ნივრითა და აჯიკით მზადდება და არასდროს არ გავმხდარვარ ავად.“ მოდი, ვცადოთ წვნიანი „ტიბუ“ შვილებზეც. ძველი მეგრული წვნიანი ტიბუ სულ სამი ინგრედიენტისგან შედგება.“

„ავადუღოთ წყალი. რამდენიმე კოვზი სიმინდის ფქვილი მოვხალოთ ტაფაზე. 2 ლიტრ წყალზე 4-5 სუფრის კოვზი მჭადის ფქვილი დაგვჭირდება. მჭადის ფქვილს წინასწარ გავხსნით ცივ წყალში და ჩავუშვებთ მდუღარე წყალში. შემდეგ ვამატებთ ქონდარს და ვურევთ. შემდეგი ინგრედიენტი არის ერთი თავი დაჭყლეტილი ნიორი. მას თან მიჰყვება მშრალი აჯიკა, სულ ცოტა ჩვეულებრივი წითელი წიწაკაც. მარილს დაუმატებთ და ტიბუ მზად არის. „ტიბუზე“ ასე მითხრეს მეგრელებმა, ეს კუჭს არ გაგიღიზიანებსო,“ - აღნიშნული რეცეპტი ესმა კუნჭულიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ გაგვაცნო.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„საზოგადოება მას იცნობს, როგორც მარილების ჩალაგებას სახსრებში“ - 3 ოქროს რჩევა მასთან საბრძოლველად

„საზოგადოება მას იცნობს, როგორც მარილების ჩალაგებას სახსრებში“ - 3 ოქროს რჩევა მასთან საბრძოლველად

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სახსრების ანთების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მას საზოგადოება იცნობს, როგორც მარილების ჩალაგება სახსრებში.

გიორგი მაყურებელს სამ ოქროს რჩევას აძლევს სახსრების ანთებასთან საბრძოლველად: 

1. წონის შემცირება

2. ფიზიკური აქტივობის გაზრდა

3. მედიკამენტების პერიოდული გამოყენება ექიმის რეკომენდაციით, ასევე საკვები დანამატების გამოყენება მდგომაროების გაუმჯობესების მიზნით. 

წყარო: ​როგორ გადავრჩი • Rogor Gadavrchi

წაიკითხეთ სრულად