რა ასაკიდან მივცეთ პატარებს კიტრი და რა ფორმით შევთავაზოთ? - ამ თემაზე პედიატრი
რატომაა სასარგებლო კიტრი?
იმიტომ, რომ ის A, C, B ჯგუფის ვიტამინების წყაროა მის შემადგენლობაშია კალციუმი და ფოსფორი, რაც ამ ასაკში ძლოვანი სისტემის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. შეიცავს ასევე კალიუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს, რკინას. შედარებით მცირე რაოდენობით თუთიასა და მანგანუმს. კიტრის კანი ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად უხვად შეიცავს საკვებ ბოჭკოებს, თუმცა გაუფცქვნელი კიტრის გამოყენება ბავშვთა ასაკში არ არის რეკომენდებული. არ დაგავიწყდეთ, რომ კიტრის შემადგენლობაში 96% წყალია, ამიტომ ზაფხულის ცხელ დღეებში ჰიდრატაციის საუკეთესო საშუალებაა.
მოვაცილოთ თუ არა თესლი?
თუ კიტრს დიდი თესლი აქვს, ის ძნელადმოსანელებელი იქნება და უმჯობესია, მოაცილოთ. ბავშვისათვის სჯობს, შეარჩიოთ მცირე და საშუალო ზომის ახალი კიტრი, რომელსაც თესლიც ნაზი აქვს. თესლი მდიდარია სხვადასხვა სასარგებლო ნუტრინეტით, თუ, რა თქმა უნდა, კიტრი ორგანულია.
რა ფორმით შეიძლება მივცეთ კიტრი ჩვილს?
ბოსტნეულისაგან ჩვილებისათვის პიურეებს ვამზადებთ, თუმცა კიტრისაგან მომზადებული პიურე არაა კარგი იდეა. ზაფხულის ცხელ დღეებში გემრიელია კიტრი იოგურტთან ან გაწურულ მაწონთან ერთად, რაც შესანიშნავი წასახემსებლი საკვები იქნება პატარასათვის. ამისათვის საშუალო ზომის 1/2 კიტრი გახეხეთ და შეურიეთ 80-100 გრ იოგურტს.
კიტრის მიღებს შემდეგ შესაძლებელია გაზების გაძლიერებული წარმოქნა, ამიტომ მისი დიდი რაოდენობით მიცემა არ ღირს, განსაკუთრებით იმ ჩვილებისათვის, რომელთაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აქვთ ან ისედაც მიდრეკილნი არიან გაძლიერებული გაზწარმოქმნისაკენ.
ძალიან მნიშვნელოვანია!
ბავშვის კვებისათვის უნდა გამოიყენოთ ორგანული პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს ნიტრატებს და სხვა მავნე ნივთიერებებს, რადგან კიტრი ზოგადად, ადვილად ირთავს ნიადაგიდან მათ. ამიტომ, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ პროდუქტი ორგანულია, სჯობს, პატარას არ შესთავაზოთ. შეარჩიეთ მკვრივი, ახალი, მწვანე კიტრი, რომელსაც არ აქვს ნაკაწრები და სირბილეები.
პ.ს. დედებო და ბებიებო, კიტრის კანის გადაყრა არ იჩქაროთ. საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა სახის კანისათვის, ხომ გახსოვთ?“