Baby Bag

პედიატრი გასწავლით კერძს, რომელსაც ყველაზე წუნია პატარებიც კი სიამოვნებით მიირთმევენ

პედიატრი გასწავლით კერძს, რომელსაც ყველაზე წუნია პატარებიც კი სიამოვნებით მიირთმევენ

MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ მოამზადა წიწიბურა ხორცითა და ბოსტნეულის სოუსით, რომელიც თქვენს პატარებს 10 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ.

მოსამზადებლად გამოყენებულია:

  • ხორცი ნებისმიერი 
  • წიწიბურა
  • სტაფილო
  • პომიდორი
  • ხახვი
  • ნიორი
  • ოხრახუში
  • ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში 👆

კერძი მომზადებულია აგუ ბეიბის მულტიფუნქციური ელექტროჩაიდნის გამოყენებით. 

R. 

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რე​ცეპტები

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ გოგრის სუპს ამზადებთ, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ

 MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ და მასტერშეფმა ნუცა სურგულაძემ მოამზადეს გოგრის სუპი, რომელიც 6-7 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ქათმის ხორცი ან პლასმონის მზა პროდუქტი - 40-50გრ.
  • გოგრა - 150 გრ. 
  • კარტოფილი - 1ც. 
  • სტაფილო - 1ც.

მომზადების წესი კი ასეთია:

გათალეთ ბოსტნეული და დაჭერით კუბიკებად. აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ ბოსტნეული. მოხარშული ბოსტნეული დააბლენდერეთ. ბოსტნეულის ნახარში წყალი არ გადაღვაროთ, ის სუპის გასათხელებლად დაგჭირდებათ. დაბლენდერებულ და ბოსტნეულის წყლით გათხელებულ მასას დაამატეთ მოხარშული ქათმის ხორცი (არ გამოიყენოთ გაყინული ქათამი) ან პლასმონის მზა პროდუქტი. დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კერძიც მზადაა. 


წაიკითხეთ სრულად