მითები საქართველოს გარკვეულ კუთხეებში და ძირითადად მაღალმთიან მხარეში კვლავ აქტუალურია. გარშემომყოფები რჩევებს არ იშურებენ, თუ ვინმეს ორსულობა გაიგეს. მეც არაერთი უცნაური შეკითხვის მომსწრე ვყოფილვარ...
თუმცა მაინც ყოველთვის აღვნიშნავ, რომ - არ არსებობს სულელური შეკითხვა, არსებობს სულელური პასუხი...
მითია, რომ ორსულმა ორმაგად უნდა იკვებოს - მითია,
რომ ორსულმა თმა არ შეიძლება შეიჭრას, ბავშვი რომ დღენაკლული არ დაიბადოს მითია, რომ ორსულმა არ შეიძლება მოქსოვოს, ბავშვი ჭიპლარში გაიხლართება - მითია, რომ ორსულმა არ შეიძლება კეროს, ბავშვი მუცელში მოიხარშება
- მითია, რომ ორსულმა ღამით არ შეიძლება იაროს, ეშმაკები ჩაიბუდებენ ბავშვის სხეულში
- მითია, რომ შესაძლებელია გულისცემის მიხედვით ნაყოფის სქესის განსაზღვრა
- მითია, რომ თუ მარჯვენა საკვერცხე განაყოფიერდა გოგოა, ხოლო თუ მარცხენა - ბიჭი
- მითია, რომ ზაფრანის ნაყენი ხსნის საშვილოსნოს ყელს
- მითია, რომ თუ ორსულს მრგვალი მუცელი აქვს გოგო ეყოლება, თუ წვეტიანი - ბიჭი
- მითია, რომ თუ ორსულმა ქათმის ან თევზის ნაღველს ხელი მოკიდა და კანზე მიიდო, ბავშვს ლაქა ექნება (მეცნიერულად არანაირია ახსნა არ არსებობს)
- მითია, რომ არ შეიძლება ორსულმა დაკიდოს ფარდები
- მითია, რომ თაფლის ჭამა არ შეიძლება ბავშვი „დორბლიანი“ იქნება
- მითია, რომ რასაც მოისურვებს უნდა შეუსრულდეს, რომ ბავშვი ელამი არ იყოს
- მითია, რომ ორსულის სარეცხი გარეთ ღამით არ უნდა დატოვოთ, თორემ ცუდი სიზმრები შეაწუხებს
და კიდევ არაერთი ცრურწმენა...
ნუ დაიჯერებთ და ნუ აყვებით არამეცნიერულ და არაექიმურ რჩევებს.
მოუსმინეთ და ენდეთ მხოლოდ ექიმს.