Baby Bag

ამ მეთოდების დახმარებით თქვენს შვილს პამპერსს სამ დღეში გადააჩვევთ

ამ მეთოდების დახმარებით თქვენს შვილს პამპერსს სამ დღეში გადააჩვევთ

არ იცით, როგორ გადააჩვიოთ თქვენი შვილი პამპერსს?

ჩვენ წარმოდგენთ ​მეთოდს, რომელიც 100%-ით ამართლებს და ბავშვს სულ რაღაც სამ დღეში პამპერსი აღარ დასჭირდება. 

მიჰყევით წესებს:

1. იყიდეთ რამდენიმე ქოთანი და დადგით ისინი ყველა ოთახში. 

2. ყოველი შემთხვევისთვის სახლში მაინც გქონდეთ რამდენიმე ცალი პამპერსი. 

3. სახლში აუცილებლად უნდა იყოს სითბო და ბავშვს ფეხზე უნდა ეცვას წინდები.​

დღე პირველი

არ ჩააცვათ ბავშს საცვალი, მიეცით უფლება წელს ქვემოთ შიშველმა იაროს. მიიღოს რაც შეიძლება დიდი რაოდენობის სითხე.

აჩვენეთ მათ მაგალითი, თუ როგორ გამოიყენოს ქოთანი. ბავშვები მაგალითებით ყველაზე მარტივად სწავლობენ. ყოველთვის როცა ქოთანზე სწორად დაჯდება, შეაქეთ. თუ ბავშვს 10-12-ჯერ დასვამთ ქოთანზე, შემდეგში უკვე დამოუკიდებლად მოახერხებს ამას. 

თუ მაინც ვერ დაჯდა ქოთანზე სწორად, არ ინერვიულოთ და ამის გამო თავი ცუდად არ აგრძნობინოთ. 

გახსოვდეთ, სანამ დააძინებთ, აუცილებლად დასვით ქოთანზე. ნუ ჰკითავთ მათ უნდათ თუ არა ტუალეტში, უბრალოდ დასვით ქოთანზე. 

დღე მეორე

გაიყვანეთ ბავშვი გარეთ. გარეთ მას შემდეგ გადით, რაც თქვენი პატარა ქოთანზე დაჯდება და ტუალეტს მოისტუმრებს. 

არ ჩააცვათ არც ტრუსები და არც პამპერსი, მას პირდაპირ შარვალი ამოაცვით. 

მეორე დღის მიზანია, ბავშვი ისე მიიყვანოთ სახლში, რომ სველი არ იყოს. რაც მთავარია, სასეირნოთ შორს არ წაიყვანოდ, იყავით სახლთან რაც შეიძლება ახლოს. (ყოველი შემთხვევისთვის)

დღე მესამე

ბავშვი ორჯერ დილას და საღამოს გაიყვანეთ სასეირნოდ, ორივე ჯერზე სახლიდან გასვლის წინ ბავშვი დასვით ქოთანზე. ისევ არ ჩააცვათ ტრუსი და პამპერსი. რაც მთავარია, იყავით მშვიდად.

შედეგი კომენტარებში მოგვწერეთ.

ამერიკელმა ქალმა 9 წუთში 6 შვილი გააჩინა

რა ზიანს აყენებს ძილს უსუფთაო თეთრეული და ბალიშის პირი

ამერიკელმა ქალმა ორსულობის შესახებ სამშობიარო ტკივილების დაწყების დროს შეიტყო

რა ვქნათ, როცა ბავშვებს ჭკუიდან გადავყავართ - ემოციური გადაწვა მშობლებში

ბრტყელთავიანობა ჩვილებში - როგორ ავარიდოთ თავი ბრტყელთავიანობას?

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ორგანიზმს ასეთი რეაქცია აქვს, ე.ი. ვაქცინა მუშაობს და ანტისხეულები უფრო გამომუშავდება,“ - პროფესორი მალვინა ჯავახაძე

„როდესაც ორგანიზმს ასეთი რეაქცია აქვს, ე.ი. ვაქცინა მუშაობს და ანტისხეულები უფრო გამომუშავდება,“ - პროფესორი მალვინა ჯავახაძე

პროფესორმა მალვინა ჯავახაძემ ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი მოვლენების გამოვლენის ალბათობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„რამდენიმე აცრის შემდეგ ვაქცინაზე რეაქციები მცირდება. შეიძლება ვაქციანზე ადგილობრივი რეაქცია იყოს, მაგრამ მე, როგორც ინფექციონისტს პირიქით, მომწონს როდესაც ორგანიზმს ასეთი რეაქცია აქვს, ე.ი. ვაქცინა მუშაობს, კარგი შედეგია და ანტისხეულები უფრო გამომუშავდება. ბუსტერის შემთხვევაში გვერდითი რეაქციების ალბათობა, შესაძლოა, უფრო ნაკლები იყოს.“

„დღეს, ​როდესაც ასეთ პატარა პოპულაციაში ყოველდღიურად 75 ადამიანი კვდება, ეს არ უნდა იყოს მარტო იმ ოჯახების ტრაგედია. ეს არის ყველა ოჯახის ტრაგედია. ყველამ, ვინც არ არის იმუნიზირებული, მის წილად უნდა ჩათვალოს ეს ქმედება. მე ამ დროს მახსენდება ჩემი მასწავლებლის, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სიტყვები: „სენსიბილიზებული ცოცხალი მირჩევნია არასენსიბილიზებულ მიცვალებულს.“ ვიყოთ სენსიბილიზებული, მოგვცეს რეაქცია, მაგრამ ვიყოთ დაცულები, ცოცხლები და ჯანმრთელები,“ - აღნიშნულ საკითხებზე მალვინა ჯავახაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად