რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
როდიდან აღარ სჯერათ ბავშვებს თოვლის ბაბუის არსებობის?
ბავშვებს ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა რიტუალი ძალიან უყვართ. თოვლის ბაბუის მოსვლა და ახალ-ახალი საჩუქრების მიღება პატარებს სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო უმაღლებს. მშობლები ვერ ხვდებიან, რა ასაკამდე უნდა გაანებივრონ შვილები თოვლის ბაბუის მოტანილი საჩუქრებით და როდის უნდა უთხრან მათ სრული სიმართლე მის შესახებ. ბავშვთან აღნიშნულ თემაზე საუბარი ძალიან რთულია, რადგან თოვლის ბაბუის ჯადოსნური მითი საბოლოოდ უნდა დაიმსხვრეს. ჩვენს სტატიაში სპეციალურ რჩევებს შემოგთავაზებთ, რომელთა დახმარებით ბავშვს თოვლის ბაბუის შესახებ სიმართლეს უმტკივნეულოდ ეტყვით.
როდიდან აღარ სჯერათ ბავშვებს თოვლის ბაბუის არსებობის?
აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია. ზოგიერთი ბავშვი თოვლის ბაბუის არსებობას ეჭვქვეშ 5 წლის ასაკიდან აყენებს. ზოგიერთ ბავშვს კი სასწაულის ადრეული თინეიჯერობის ასაკამდე სჯერა. ეს სავსებით ნორმალურია. თუ გრძნობთ, რომ თქვენი ბავშვი თოვლის ბაბუასთან გამომშვიდობებისთვის მზად არ არის, მას ნუ დააჩქარებთ. ბავშვების რწმენაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ოჯახში გამეფებული განწყობა. თუ თქვენ პატარას ყოველ ახალ წელს თოვლის ბაბუის მოტანილი საჩუქრებით ანებივრებდით, მისი გადარწმუნება ძალიან გაგიჭირდებათ.
უახლესი კვლევებით დგინდება, რომ ადრეულ ასაკში ბავშვების 86%-ს თოვლის ბაბუის არსებობის გულწრფელად სჯერა.
როგორ ხვდებიან ბავშვები, რომ თოვლის ბაბუის არსებობა მითია?
თუ თქვენს მცირეწლოვან შვილს უფროსი და ან ძმა ჰყავს, ის თოვლის ბაბუის არსებობაში ეჭვს ადრეული ასაკიდანვე შეიტანს. პატარა შეამჩნევს, რომ მისი უფროსი და ან ძმა თოვლის ბაბუის მოსვლით მასავით აღფრთოვანებული არ არის და მისთვის წინასაახალწლოდ სპეციალურ წერილებსაც არ წერს. შესაძლოა, მას თოვლის ბაბუის ჯერ კიდევ სჯეროდეს, მაგრამ გარკვეული ეჭვები მაინც შეაწუხებს.
თუ თქვენს შვილს მასზე უფროსი მეგობრები ჰყავს, მათი გავლენით ის თოვლის ბაბუის შესახებ სიმართლეს იმაზე ადრე გაიგებს, ვიდრე მისი თანატოლები.
ბავშვის რწმენაზე ოჯახური საუბრებიც ახდენს ზეგავლენას. თუ თოვლის ბაბუაზე ოჯახში ხშირად საუბრობთ, თქვენს შვილს მის არსებობაში ეჭვის შეტანა ძალიან გაუჭირდება. თუ პატარა ჯადოსნურ არსებას ყოველწლიურად წერს წერილებს და ახალ წელს დაპირებულ საჩუქრებს იღებს, მას თოვლის ბაბუის არსებობის მტკიცე რწმენა ექნება.
როგორ უნდა უთხრათ ბავშვს, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს?
თოვლის ბაბუის შესახებ სრული სიმართლის გაგება პატარას ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. თქვენ უნდა აღიაროთ, რომ მას დიდი ხნის მანძილზე ატყუებდით, რაც საკმაოდ რთულია. თუ აღნიშნული მითის შესახებ სრული სიმართლის თქმას გადაწყვეტთ, უმჯობესია, რომ ჭეშმარიტებამდე ბავშვი საინტერესო კითხვების დასმით მიიყვანოთ:
ჰკითხეთ თქვენს შვილს, რას ფიქრობს ახალი წლის დღესასწაულისა და თოვლის ბაბუის შესახებ. უმჯობესია, მსგავსი კითხვებით ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე თვით ადრე მიმართოთ. იმის ნაცვლად, რომ ბავშვს თოვლის ბაბუისთვის წერილის მიწერა თხოვოთ, ჰკითხეთ მას, რამდენად დამაჯერებელია მისთვის, რომ თოვლის ბაბუა მის წერილს მართლა წაიკითხავს და მის სურვილებს რეალობად აქცევს.
ბავშვთან ერთად ისეთ ფილმებს უყურეთ, რომლებშიც კარგად ჩანს, რომ მშობლები თოვლის ბაბუის ფორმას თავად იცვამენ, რათა შვილები გაახარონ და მათთვის საჩუქრებსაც თავადვე ყიდულობენ.
გახსოვდეთ, რომ თოვლის ბაბუის მოტანილი საახალწლო საჩუქრები თქვენი შვილისთვის ყოველთვის ბავშვობის საუკეთესო მოგონებად დარჩება.