Baby Bag

​ძუძუთი კვების უპირატესობები

​ძუძუთი კვების უპირატესობები

დღეს ოთხშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას წარმოგიდგენთ - ლაქტაცია. ამჯერად ლაქტაციის კონსულტანტი თამუნა ლობჟანიძე ძუძუთი კვების უპირატესობებზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

ძუძუთი კვება არის შეუცვლელი და საუკეთესო ახალშობილისთვის. დედის რძეს აქვს უამრავი უპირატესობა.

ჯანმოს რეკომენდაციის მიხედვით, ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 6 თვე. დედის რძე არა მარტო კვებაა ბავშვისთვის, ის ასევე იცავს მას ინფექციებისგან და დაავადებებისგან. დედის რძე შეიცავს უამრავ ცოცხალ ბაქტერიას, ანტისხეულს, ჰორმონს და ასევე ფერმენტს - რაც იმას ნიშნავს, რომ დედის რძე მონელებაშიც კი ეხმარება ახალშობილს. თუ დედა დაავადებულია, მისი ორგანიზმი გამოყოფს ანტისხეულებს, რაც ძუძუთი კვების დროს გადადის ახალშობილთან და იცავს მას ამ დაავადებისგან.

სტატისტიკურად ბავშვებს, რომლებიც იმყოფებიან ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე 6 თვის განმავლობაში, უფრო ნაკლები რისკი აქვთ კუჭ-ნაწლავის ინფექციების, გრიპის და სასუნთქი გზების ინფექციების. ასევე ძუძუთი კვება კარგია, როდესაც ბავშვს აქვს სტრესული პერიოდი - კბილების ამოსვლა, ზრდის დღეები ან ძილის რეგრესი. ის მშვიდდება ძუძუს მეშვეობით.

დედის რძე ასევე ეხმარება ნაადრევად დაბადებულ ბავშვებს. ის მათ იცავს ისეთი გართულებისგან, როგორიცაა - სეპსისი. ნაადრევად დაბადებული ბავშვები, რომლებიც დედის რძით იკვებებიან, უფრო ადრე იწერებიან სავაადმყოფოდან.

ბავშვებს, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან, უფრო კარგად სძინავთ. მათი ძილი მშვიდია და ჩაძინების პროცესიც უფრო მარტივია, რადგან ძუძუს წოვის დროს გამოიყოფა ოქიტოცინი, რომელიც ადუნებს ბავშვს და ეხმარება ადვილად ჩაძინებაში.

ჩატარებული კვლევები ადასტურებენ, რომ უფრო მაღალი IQ აქვთ იმ მოზარდებს, ვინც ბავშვობაში ძუძუთი იკვებებოდა. ლაქტაციას დიდი მნიშვნელობა უკავია თავის ტვინის განვითარებაში.

ძუძუთი კვება სასარგებლოა არამარტო პირველი 6 თვე, რაც უფრო დიდი ხანი მიდის ეს პროცესი, მით უკეთესია ბავშვისთვის. ის აყალიბებს ემოციურ კავშირს ბავშვსა და დედას შორის.

კვლევების მიხედვით, ძუძუს ბავშვები უფრო იშვიათად ავადდებიან ლეიკემიით, ლიმფომით. ასევე ძუძუთი კვება ამცირებს შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს. ამიტომ ძუძუთი კვება ყოველთვის სასარგებლოა, რამდენი ხანიც არ უნდა აჭამოთ თქვენს ბავშვს.

გაეცანით ლაქტაციის კონსულტანტის, თამუნა ლობჟანიძის ბლოგს ინსტაგრამზე👇

https://bit.ly/3iW9H2j

თუ ბავშვი სწორად მოეჭიდება ძუძუს, თქვენ არასოდეს არ დაგისკდებათ და არ დაგიზიანდებათ ძუძუს...
მედიაპორტალი MomsEdu.ge ახალ რუბრიკას წარმოგიდგენთ - ლაქტაცია. ყოველ ოთხშაბათს გაეცანით ლაქტაციის კონსულტანტის*, თამუნა ლობჟანიძე რჩევებს, მოგვწერეთ თემები, რომლებიც ყველაზე მეტად გაინტერესე...
ყველაზე მეტად გავრცელებული ​მითები ლაქტაციის შესახებ
​მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას წარმოგიდგენთ - ლაქტაცია. ამჯერად ლაქტაციის კონსულტანტი, თამუნა ლობჟანიძე ლაქტაციის შესახებ მითებზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორ...

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ძუძუთი კვება ოჯახური საქმეა... განვმარტავ და გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას...''

,,ძუძუთი კვება ოჯახური საქმეა... განვმარტავ და გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას...''

ძუძუთი კვების შესახებ მსახიობი მარიამ ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ძუძუთი კვება ოჯახური საქმეა... განვმარტავ და გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას... ამას დრო, პრაქტიკა და მოთმინება სჭირდება. მახსოვს, სამშობიაროში მე იმდენად გაბრუებული ვიყავი, რომ არც მესმოდა წესიერად, რას მეუბნებოდნენ, გიორგი იმახსოვრებდა, როგორ ჩაგვედო ნიკასთვის ძუძუ და პირველი თვეები ყოველთვის მეხმარებოდა, რადგან ვიყავი ძალიან დაძაბული და მოუქნელი, დაბნეული. ალბათ გიორგიც იყო დაბნეული, მაგრამ ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო, ფაქტიურად ერთად ვკვებავდით ნიკას.

ძალიან დამეხმარა ლიკა, წინასწარ ვყავდი მომზადებული ამ ყველაფრისთვის და არ შემიძლია ასევე არ აღვნიშნო გაგუას კლინიკა, სადაც ძალიან დიდი მონდომებით გიხსნიან, როგორი მნიშვნელოვანია ძუძუთი კვება. კარგია, ბავშვის დაბადებამდე გაერკვეთ ძუძუთი კვების საფუძველში. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს დაგეხმარებათ ძალიან შემდეგი ეტაპებისთვის. ფოტოებისთვის მადლობა ნინის...
p.s. გიორგის ტატუს ვახატავ და არ გვაცდის,'' - აღნიშავს მარიამ ნადირაძე.  

წაიკითხეთ სრულად