ძუძუთი კვება არის შეუცვლელი და საუკეთესო ახალშობილისთვის. დედის რძეს აქვს უამრავი უპირატესობა.
ჯანმოს რეკომენდაციის მიხედვით, ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 6 თვე. დედის რძე არა მარტო კვებაა ბავშვისთვის, ის ასევე იცავს მას ინფექციებისგან და დაავადებებისგან. დედის რძე შეიცავს უამრავ ცოცხალ ბაქტერიას, ანტისხეულს, ჰორმონს და ასევე ფერმენტს - რაც იმას ნიშნავს, რომ დედის რძე მონელებაშიც კი ეხმარება ახალშობილს. თუ დედა დაავადებულია, მისი ორგანიზმი გამოყოფს ანტისხეულებს, რაც ძუძუთი კვების დროს გადადის ახალშობილთან და იცავს მას ამ დაავადებისგან.
სტატისტიკურად ბავშვებს, რომლებიც იმყოფებიან ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე 6 თვის განმავლობაში, უფრო ნაკლები რისკი აქვთ კუჭ-ნაწლავის ინფექციების, გრიპის და სასუნთქი გზების ინფექციების. ასევე ძუძუთი კვება კარგია, როდესაც ბავშვს აქვს სტრესული პერიოდი - კბილების ამოსვლა, ზრდის დღეები ან ძილის რეგრესი. ის მშვიდდება ძუძუს მეშვეობით.
დედის რძე ასევე ეხმარება ნაადრევად დაბადებულ ბავშვებს. ის მათ იცავს ისეთი გართულებისგან, როგორიცაა - სეპსისი. ნაადრევად დაბადებული ბავშვები, რომლებიც დედის რძით იკვებებიან, უფრო ადრე იწერებიან სავაადმყოფოდან.
ბავშვებს, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან, უფრო კარგად სძინავთ. მათი ძილი მშვიდია და ჩაძინების პროცესიც უფრო მარტივია, რადგან ძუძუს წოვის დროს გამოიყოფა ოქიტოცინი, რომელიც ადუნებს ბავშვს და ეხმარება ადვილად ჩაძინებაში.
ჩატარებული კვლევები ადასტურებენ, რომ უფრო მაღალი IQ აქვთ იმ მოზარდებს, ვინც ბავშვობაში ძუძუთი იკვებებოდა. ლაქტაციას დიდი მნიშვნელობა უკავია თავის ტვინის განვითარებაში.
ძუძუთი კვება სასარგებლოა არამარტო პირველი 6 თვე, რაც უფრო დიდი ხანი მიდის ეს პროცესი, მით უკეთესია ბავშვისთვის. ის აყალიბებს ემოციურ კავშირს ბავშვსა და დედას შორის.
კვლევების მიხედვით, ძუძუს ბავშვები უფრო იშვიათად ავადდებიან ლეიკემიით, ლიმფომით. ასევე ძუძუთი კვება ამცირებს შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს. ამიტომ ძუძუთი კვება ყოველთვის სასარგებლოა, რამდენი ხანიც არ უნდა აჭამოთ თქვენს ბავშვს.
გაეცანით ლაქტაციის კონსულტანტის, თამუნა ლობჟანიძის ბლოგს ინსტაგრამზე👇