Baby Bag

„მშობელი ხშირად დგება რომელიმე შვილის მხარეზე, ბავშვს ეს არ ესმის და თავს გრძნობს დაჩაგრულად,“ - მარინა კაჭარავა

„მშობელი ხშირად დგება რომელიმე შვილის მხარეზე, ბავშვს ეს არ ესმის და თავს გრძნობს დაჩაგრულად,“ - მარინა კაჭარავა

​​ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ დედმამიშვილებს შორის არსებულ განსხვავებულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უფროსი და-ძმები უმცროსებს სხვადასხვაგვარად ექცევიან:

„არსებობენ ბავშვები, რომლებიც უმცროს დედმამიშვილს ერჩიან, ურტყამენ. არსებობენ ბავშვები, რომლებიც ძალიან კარგად ექცევიან. არც ერთი და არც მეორე აღფრთოვანებული მისი გაჩენით არ არის, მაგრამ პირველმა აირჩია სტრატეგია, რომ დასაჯოს, მეორემ კი მოვლის სტრატეგია, რომ დედასთან კარგი გამოჩნდეს. ის დედასთან და მამასთან საქმეს აწყობს ამით. ბავშვი ისეთ ტექნიკებს ფლობს, დიდმა უნდა ისწავლოს, რომ ის მოახერხოს, რასაც ბავშვი ახერხებს.“

მარინა კაჭარავას თქმით, უმცროსი ბავშვი ყოველთვის ეჯიბრება უფროსს და თვლის, რომ მას მეტი თავისუფლება აქვს:

​მეორე შვილი არის უპირატეს მდგომარეობაში, მაგრამ მაინც სულ ეჯიბრება უფროსს. ის მაინც ფიქრობს, რომ უფროსისთვის მეტი შეიძლება, მისთვის - არა. ვთქვათ გაჩნდა მესამე. მესამე ბავშვის მერე ვინც ჩნდება, ყველა მეორე ბავშვის როლში ვარდება. მეორე ჰამბურგერივით გაჭყლეტილია, არც დიდია, არც პატარაა. ის ამაზე ბრაზობს ძალიან. მესამე ბავშვი არის რევოლუციონერი, რომელიც ყირაზე გიყენებს წესებს. მანამდე რომ გეგონა, ყველაფერი იცოდი, მაგარი წესები გქონდა, ის ყველაფერს თავის ჭკუაზე გაკეთებინებს. ის პატარაა, შენ დაღლილი ხარ. ამაზე ძალიან ბრაზობენ უფროსები. მშობლებს ეუბნებიან: „მე რომ მსჯიდი, მეჩხუბებოდი, ამას რამდენის უფლებას აძლევ?!“ პატარაც ძალიან ბრაზობს, იმიტომ, რომ მისთვის ყველაფერი გამონაცვალია, უფროსებს ყველაფრის უფლება აქვთ, ყველგან დადიან. ეს არის რეალობა, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ. ამაში ყველაფერი არც ცუდია, არც კარგი. ეს არის ბუნებრივი.“

​მთავარია, რომ არაჯანსაღად არ მოხდეს რაიმეს წახალისება. მშობელი ხშირად დგება რომელიმე შვილის მხარეზე, მაგალითად, იმიტომ, რომ ის სულ ავად არის. ბავშვს ეს არ ესმის. მას ესმის ის, რომ მშობელი სხვის მხარეს დადგა და ძალიან ბრაზობს ამაზე, თავს გრძნობს დაჩაგრულად. დედა ბრაზობს, ფიქრობს: „როგორ? ავად არის და ვერ უნდა მიხვდეს?“ ბავშვი კი არა ჩვენც ვერაფერს ვერ ვხვდებით, თუ არ გვითხრეს. რატომ ხდება რაღაცებზე მიჯაჭვულობა? რატომ შეიძლება, რომ ბავშვს ჰქონდეს რაღაც სათამაშო და მასთან ერთად ეძინოს? რატომ შეიძლება, რომ ბავშვი თითს წოვდეს სულ? მოთხოვნილება არის დანაკლისი. რაღაც მაკლია და ამიტომ მაქვს მოთხოვნილება. დანაკლისის გამო ხდება რამეზე ან ვინმეზე მიჯაჭვულობა. ბავშვს რომ დათუნიასთან ერთად სძინავს, ის არ თამაშობს. ეს სათამაშო მას იმ დანაკლისს უვსებს, რომელიც ჩვენ ადამიანებმა მას დავაკელით,“ - აღნიშნა მარინა კაჭარავამ.

წყარო: ​„დიალოგოსი“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„ფრაზა „დიდი ხარ და დაუთმე“ ბავშვებში პროტესტს აჩენს, ის ყველას მტკივნეულად ახსოვს,“ - ფსი...
​ფსიქოლოგმა ეკა ნინოშვილმა ბავშვებში გავრცელებულ ქცევის თავისებურებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატარებს ემოციების დარტყმის, კბენის ან სხვა აგრესიული ფორმით გამოხატვა ახასიათებთ. მისი თქმით, მშობელმა...