Baby Bag

რაში ეხმარება ბავშვს ცომის მოზელა და ლობიოში თითებით თამაში?

რაში ეხმარება ბავშვს ცომის მოზელა და ლობიოში თითებით თამაში?

რაში ეხმარება ბავშვს ცომის მოზელა და ლობიოში თითებით თამაში? - თემაზე ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ საუბრობს. 

„ცომის მოზელვა, ლობიოში თითებით თამაში ძალიან ეხმარება შეგრძნებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. შეიძლება, დედა ან ბებია ბრაზობდეს ამ დროს, მაგრამ, როდესაც ბავშვები ლობიოში მუჭით ხელს ჩაყოფენ და შემდეგ შიგნით თამაშობენ, აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან სჭირდებათ მათ. ეს არის ნატიფი მოძრაობები.“

ნახეთ ვიდეო ☝️

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგ​უფი“)

„ბავშვი ყოველთვის სწავლობს შეგრძნებებით, რაც უფრო მეტი შეგრძნებაა ჩართული თამაშის პროცესში...
​ოკუპაციური თერაპევტი ნინო ჭუმბურიძე „სხვა შუადღეში“ ფუნქციური თამაშების მნიშვნელობის შესახებ საუბრობს:„ნებისმიერ შემთხვევაში, ტიპური განვითარების თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთან, აუცილებე...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ მოგვეთხოვება ბავშვისთვის მეტყველებით გამდიდრებული გარემოს შექმნა,“- ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„ჩვენ მოგვეთხოვება ბავშვისთვის მეტყველებით გამდიდრებული გარემოს შექმნა,“- ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებს ურჩია, რომ ბავშვის ენობრივი უნარების განვითარებისთვის მას ცოცხალი სამეტყველო გარემო შეუქმნან:

„ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ჩვენს ბავშვებს. ძალიან ბევრი კვლევა ამბობს, რომ ბავშვს სჭირდება ცოცხალი სამეტყველო გარემო, არა გაჯეტური, არამედ ბუნებრივი კომუნიკაცია. ბავშვი ყველას კი არ ბაძავს. მისგან მნიშვნელოვანი ადამიანისგან უფრო მეტს იღებს. ჩვენ მოგვეთხოვება მეტყველებით გამდიდრებული გარემოს შექმნა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ენობრივ კომუნიკაციაში ბავშვთან. მშობლები გვეტყვიან, რომ მათი არაადამიანური დატვირთვის პირობებში, როგორ უნდა ელაპარაკო ბავშვს?! არსებობს ფორმულა, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ ეს დაბრკოლება დავძლიოთ. არ არის სავალდებულო ბავშვს მთელი დღე ელაპარაკო. სრულიად საკმარისია ნახევარი საათი ელაპარაკო ბავშვს. ეს შეიძლება იყოს უბრალო დიალოგი. ამაში არ შედის ზღაპრის წაკითხვა და თხრობა. ის ცალკე ისტორიაა. ამაში შედის დიალოგი ბავშვთან. ჩვენ ვცვლით აზრებს. ეს არის აზრების გაცვლა და გაზიარება. ამით ბავშვი ძალიან ბევრ რამეს სწავლობს.“

„ძალიან კარგია ძილის წინ ბავშვისთვის ზღაპრის წაკითხვა. ხშირად მშობელი გეუბნება, რომ ბავშვი არ მისმენს, როდესაც ვუკითხავ. არ არის პრობლემა. სურათები დაათვალიერეთ და ისე მოყევით. ის ასე უფრო მოგისმენთ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შემეცნებითი განვითარების თვალსაზრისით არის ენობრივი კომპეტენციისთვის სკოლამდელ ასაკში ყურადღების მიქცევა. ბავშვებს სჭირდებათ ასევე ლექსიკური განვითარება, რომ იცოდნენ ზედსართავი სახელები, შედარებითი კონსტრუქციები. ეს სკოლამდე ძალიან მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„დიალოგოსი“

წაიკითხეთ სრულად