Baby Bag

რატომ არ აწყობენ ფრანგი ბავშვები ისტერიკას?

რატომ არ აწყობენ ფრანგი ბავშვები ისტერიკას?

საფრანგეთში ბავშვები გამორჩეულად მშვიდები, ზრდილობიანები და გაწონასწორებულები არიან. ისინი მეზობლებს თავაზიანად ესაუბრებიან, მიირთმევენ საკვებს, რომელსაც მშობლები სთავაზობენ და ნეგატიურ ქცევას იშვიათად ავლენენ. ჩვენ იმ ჯადოსნურ მეთოდებზე გესაუბრებით, რომლებსაც ფრანგი დედები ბავშვის აღზრდისას იყენებენ.

ბავშვის დაბადებიდან ათი კვირის გასვლის შემდეგ ან უფრო ადრე ფრანგი დედები სამსახურში ბრუნდებიან. 10 კვირის შემდეგ ბავშვები საბავშვო ბაგა-ბაღებში მიჰყავთ. ისინი ადრეული ასაკიდანვე ადამიანებით არიან გარშემორტყმულნი. ბავშვს ახალ გარემოსთან ადაპტაცია აღარ უძნელდება და დამოუკიდებელ ადამიანად ყალიბდება.

  • ფრანგი ბავშვები საკუთარ საწოლში იძინებენ

ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე საკუთარ საწოლში სძინავთ. ხშირად მათ საკუთარი საძინებელიც აქვთ. თუ ბავშვი ღამით იღვიძებს და ტირილს იწყებს, ფრანგი დედა რამდენიმე წამს იცდის. ის რწმუნდება, რომ ბავშვს მისი მისვლა ნამდვილად სჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიდის შვილის დასამშვიდებლად. დროთა განმავლობაში ბავშვი მარტო დაძინებას ეჩვევა.

  • ფრანგი ბავშვები თავისუფლად იზრდებიან

ფრანგ ბავშვებს მშობლები იმდენ თავისუფლებას აძლევენ, რამდენიც მათთვის ზიანის მომტანი არ იქნება. საფრანგეთში იშვიათად ნახავთ უფროსებს, რომლებიც ბავშვებთან ერთად თამაშობენ. მშობლები პატარების კონფლიქტში არასდროს ერევიან. უმნიშვნელო ცელქობის გამო ფრანგი დედები ბავშვს არ უბრაზდებიან. ბავშვი მხოლოდ ცუდი ქცევისთვის ისჯება.

  • ბებიები და ბაბუები ბავშვების აღზრდაში არ მონაწილეობენ

ფრანგი ბებიები და ბაბუები ბავშვების აღზრდაში არ მონაწილეობენ. ოჯახები ერთად შაბათ-კვირას ან დღესასწაულებზე იკრიბებიან. ფრანგ ბებიებსა და ბაბუებს კაფეებში უფრო ხშირად ნახავთ, ვიდრე შვილიშვილებთან.

  • საბავშვო საკვები განცალკევებით არ არსებობს

კვებას ფრანგები ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ. ლანჩის დროს შესვენებას ორ საათი აქვს გამოყოფილი. ფრანგები თვლიან, რომ დღეში ერთხელ მაინც ოჯახმა ერთად უნდა ისადილოს. საბავშვო საკვები განცალკევებით არ არსებობს. ბავშვები და უფროსები ერთსა და იმავე კერძს მიირთმევენ.

  • კარგ მანერებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება

კარგი მანერები ფრანგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფრანგი ბავშვები მეზობლებსა და სტუმრებს პატივისცემით ესალმებიან, ისინი რიგში მოთმინებით დგანან და საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფროსებს ადგილს უთმობენ. ადრეული ასაკიდანვე ფრანგი ბავშვები ოთხ ფრაზას ითვისებენ: „მადლობა,“ „არაფრის,“ „დილა მშვიდობისა,“ და „ნახვამდის.“

  • ფრანგ ბავშვებს ადრეულ ასაკში ზედმეტი ინფორმაციით არ ტვირთავენ

მშობლები ბავშვებს ზედმეტი ინფრომაციით არ ტვირთავენ. პატარები სამყაროს თამაშით, ახალი ადგილების მონახულებით და საკუთარი ფანტაზიით შეიმეცნებენ. კითხვას და თვლას ისინი მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ სწავლობენ.

  • კვირა ოჯახის დღეა

კვირა საუკეთესო დღეა პიკნიკზე წასასვლელად, ველოსიპედით გასასეირნებლად და ოჯახური შეკრების მოსაწყობად. ფრანგებისთვის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი კვირა დღის აქტივობებს ყოველთვის წინასწარ გეგმავენ.

  • ფრანგ ბავშვებს მშობლები ჯიბის ფულს აძლევენ

ფრანგი ბავშვები მაღაზიაში მშობლებს ისტერიკას არასდროს უწყობენ. ისინი ტკბილეულის ყიდვას არ მოითხოვენ და მშვიდად არიან. ფრანგ ბავშვებს მშობლები შვიდი წლის ასაკიდან ჯიბის ფულს აძლევენ, რომლის რაოდენობა ბავშვის ასაკის პროპორციულად იზრდება.

მომზადებულია : ​Brightside.me-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა