,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
მშობლები სახლში უსაფრთხოების წესებს განსაკუთრებით იცავენ. ისინი ყველა კუთხეს და ოთახს მაქსიმალურად უსაფრთხოს ხდიან. მიუხედავად ამისა, ბევრ მათგანს ავიწყდება, რომ პატარებისთვის ყველაზე სახიფათო შეიძლება იყოს ფანჯარა.
ბავშვების 25 %, რომელიც ფანჯრიდან ვარდება საავადმყოფოში მკურნალობას საჭიროებს, მათი უმრავლესობა კი ტრავმირებული რჩება. ფანჯრიდან გადავარდნა მხოლოდ იმ ბავშვებისთვის არ არის საფრთხე, რომლებიც მაღალ სართულებზე ცხოვრობენ. უმეტესად ფანჯრიდან ის ბავშვები ვარდებიან, რომლებიც უფრო დაბალ სართულებზე ცხოვრობენ. შემთხვევების უმრავლესობა 2-3 წლის ბავშვებში ხდება. როგორც წესი, ამ დროს ახლოს არიან უფროსებიც, რომლებიც საფრთხის მასშტაბებს ვერ აცნობიერებენ, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის.
ბავშვის ფანჯრიდან გადავარდნის თავიდან აცილება პრევენციული ღონისძიებების გატარებით სავსებით შესაძლებელია. ჩვენს სტატიაში მნიშვნელოვან რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ, რომელთა დახმარებით შვილების უსაფრთხოებაზე ზრუნვას უკეთ შეძლებთ.
ფანჯრები საგულდაგულოდ ჩაკეტეთ, როდესაც მათი გაღების საჭიროება არ არსებობს
ფანჯრებს ყველაზე ხშირად ზაფხულში ან გაზაფხულზე ვაღებთ. ამ პერიოდში ბავშვის უსაფრთხოების მიზნით ფანჯრის დაკეტვა მშობლებს ხშირად ავიწყდებათ. ისინი უსაფრთხოების სხვა ზომებზე მეტად არიან გადართულები. თუ ფანჯრის გაღება აუცილებელი არ არის, ის საგულდაგულოდ ჩაკეტეთ. არასდროს გახვიდეთ ოთახიდან, თუ ფანჯარა ღიაა.
ნუ იფიქრებთ, რომ მწერებისგან დამცავი ბადე ბავშვს გადავარდნისგან დაიცავს
მწერებისგან დამცავი ბადე ნამდვილად დაგეხმარებათ სახლის შიდა სივრცის მწერების თავდასხმისგან დაცვაში, თუმცა ის ნამდვილად ვერ შეძლებს ბავშვის შეკავებას, თუ ის ფანჯარაზე ავა. თუ ღია ფანჯარასთან ბავშვის დატოვება გაშინებთ და გაცნობიერებული გაქვთ საფრთხე, რომელიც მას მოელის, იგივე დამოკიდებულება შეინარჩუნეთ მაშინაც, როდესაც ფანჯარა ღიაა, მაგრამ მწერების ბადე გაქვთ გაკრული. ეს უსაფრთხოების გარანტიას საერთოდ არ იძლევა.
ფანჯრებს დამცავი დარაბები ან გისოსები დაუყენეთ
მსგავსი მოწყობილობების გამოყენება ბავშვს ფანჯრიდან გადავარდნისგან მაქსიმალურად დაიცავს. ორივე მოწყობილობა ბავშვისთვის არ ტოვებს ისეთ სივრცეს, რომელშიც ის თავისუფლად გაეტევა. შეგიძლიათ, სპეციალური ფანჯრის ჩამკეტიც შეიძინოთ, რომელიც ბავშვს არ მისცემს შესაძლებლობას, რომ ფანჯარა სრულად გააღოს.
შეიძინეთ ორგანყოფილებიანი ფანჯრები
უსაფრთხოების მიზნით, გირჩევთ ისეთი ფანჯრები დაამონტაჟოთ, რომლის ზედა და ქვედა ნაწილი ერთნაირად გადაადგილდება, მათი ჩამოწევაც შეიძლება და აწევაც. ოთახის განიავებისას ზედა ჩარჩო ჩამოსწიეთ, რომელსაც ბავშვი ვერ მისწვდება. ეს მას საფრთხისგან მაქსიმალურად დააზღვევს.
ფანჯრის წინ სივრცე გაათავისუფლეთ
მოტორული უნარების განვითარების საწყის ეტაპზე ბავშვები მაქსიმალურად ცდილობენ სიმაღლეებზე ცოცვას. ბავშვები მოულოდნელობებით არიან სავსე. ისინი სწაფად გადაადგილდებიან და იმის წინასწარმეტყველება, თუ რას გააკეთებს ბავშვი მეორე წამს, შეუძლებელია. თუ ფანჯარასთან ტუმბოს, მაგიდას ან სკამს დადგამთ, დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვმა მათზე აცოცება სცადოს, რაც უდიდეს საფრთხეს შეიცავს. ყოველთვის მზად უნდა იყოთ ბავშვის მოულოდნელი გადაწყვეტილებებისთვის და უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად უნდა დაიცვათ.
მშობლებო, მხოლოდ საკუთარი თავის და ყურადღების იმედად არ უნდა იყოთ. ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თავად ფანჯარა და მისი მიმდებარე მონაკვეთი მაქსიმალურად უსაფრთხო სივრცედ იქცეს.