,,პრობლემა სახელად უჭმელობა ფანტაზიის, დიდი ნერვების და ძალისხმევის წყალობით დამარცხებულია,'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში დედა ეკა ხიზანიშვილი.
ეკა თავის გამოცდილებას უზიარებს დედებს, რომლებსაც მასავით აწუხებთ ბავშვის უჭმელობა. გთავაზობთ მის პოსტს უცლელად:
ჩემმა 2 წლის შვილმა ერთდროულად მომხდარი მოვლენების ფონზე მთლიანად შეწყვიტა ჭამა.
1. პატარა ძამიკო მოვუყვანეთ სახლში,რაზეც საშინლად იეჭვიანა.
2. მოულოდნელად დატოვა ძიძამ,რამაც ძალიან იმოქმედა მასზე.
3. წინა პერიოდში გარკვეულ ეტაპზე ძალდატანებით უწევდა ჭამა (არ დავკონკრეტდები).
🚫მოშივდება და შეჭამს
🚫დაუდე საყვარელი საკვები მისაწვდომ ადგილას
🚫ლამაზად გაუფორმე
🚫მეგობრები დაუპატიჟე
🚫უფროსებთან ერთად დასვი სუფრაზე
🚫რაციონი გაუმრავალფეროვნე
და კიდევ რა აღარ...
მაგრამ არაფერმა იმუშავა.
რაც მთავარია, შიოდა და არ ჭამდა. ამ ფონზე გახდა ჭირვეული, დაიწყო მთელი ხმით ტირილი, ფეხების ბაკუნით და თავის ძირს გაწოლებით გაპროტესტება.
გააპროტესტა ზიარებაც...
დაიწყო ტირილი ბანაობისას...
მოკლედ კოშმარული 1.5 თვე გავატარეთ მთელმა ოჯახმა.მაგრამ დიდი ნებისყოფის ფასად და დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე მისი ახალი კუმირი - "მიკიუსი".
მოვიარე მთელი თბილისი და ბოლოს მივაკვლიე ამ ორ ჯადოსნურ ნივთს.
პირველ დღესვე ყურებიანი თავსახურის წყალობით საწრუპით მიიღო დასალევი იოგურტი, მთელი ჭიქა.(ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენად არაფერს ჭამდა,რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი).
ფაქტობრივად ჰაერით და წყლით იკვებებოდა და ... რძით.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა დილით და მერე წავიყვანეთ ზიარებაზე.ეზიარა (ცოტა გაჭიევეულდა, მაგრამ...)
შუადღეს ისევ გავუკეთე სადილი, უიმედოდ მაგრამ... ნუ, იმ დღის შემდეგ თამაშით, სიმღერით და ცეკვით, მაგრამ ჭამს.
როგორც კი იტყვის, რომ ,,მორჩა" - აღარ ვაჭმევ.
თითქმის ყველა ჯერზე ცდილობს, ბოლომდე ჭამოს და მიიღოს დამსახურებული კომპლიმენტი აპლოდირების ფონზე.
გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილების გაზიარება მათთვის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რადგან უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს მშიერი შვილი,'' - აღნიშნავს ეკა ხიზანიშვილი.
კურდღლის ხორცი თუ დღემდე არ მიგიციათ პატარასთვის, შეგიძლიათ დღეიდან თამამად გაასინჯოთ
პედიატრი თამარ ობგაიძე კურდღლის ხორცის სასარგებლო თვისებებეზე საუბრობს და მშობლებს გემრიელ რეცეპტსაც სთავაზობს.
როგორც პედიატრი აღნიშნავს, კურდღლის ხორცის ცილოვანი შემადგენლობა უნიკალურია, შეიცავს ყველა შეუცველელ ამინომჟავას და რაც მთავარია, ადვილად შეითვისება პატარა ორგანიზმის მიერ. ცილა კი ორგანიზმის მთავარი საშენი მასალაა, რაც ბავშვს ზრდისა და განვითარებისათვის განსაკუთრებით სჭირდება. კურდღლის ხორცი სხვა სახის ხორცთან შედარებით ეკოლოგიურად სუფთაა.
თამარ ობგაიძის თქმით, იმის გამო, რომ კურდღლის ხორცი არ შეიცავს ალერგიულ ნივთიერებებს, ყველაზე ალერგიულ პატარებსაც შეიძლება გაასინჯოთ.
კურდღლის ხორცი საუკეთესო ვარიანტია 6,5 - 7 თვის ასაკიდან.
„დასაწყისისათვის საკმარისია დღეში 50 გრ ხორცი, 10-11 თვისათვის კი 70 გრ-მდე შეგიძლიათ გაზარდოთ, ხოლო 1 წლის ზემოთ 80-100 გრამი ხორცი დღიურად სრულიად საკმარისია ბავშვის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად,“ - აღნიშნავს თამარ ობგაიძე.
კურდღლის ხორცის მომზადება ბრინჯთან ან ბოსტნეულთან ერთად შეგიძლიათ.
ექიმით რეკომენდაციით, კურდღლის ხორცი სჯობს მდუღარ წყალში ჩადოთ და ისე მოხარშოთ. ასე ის ყველა სასარგებლო ინგრედიენტს შეინარჩუნებს.
კურდღლის ხორცს მოხარშვისათვის 30-40 წთ სჭირდება. მისი დიდხანს ხარშვა სასარგებლო ნივთიერებების დაშლას და ხორცის სტრუქტურის შეცვლას გამოიწვევს - რეზინივით დრეკადი ხდება.
იხილეთ რეცეპტი, რომლითაც თქვენს პატარას გემრიელ სადილს მოუმზადებთ.
გუფთა ბრინჯით, ბოსტნეულით და ყველით 10 თვის ასაკიდან:
მასალა - ¼ ჭიქა გარჩეული, გარეცხილი ბრინჯი, 0,5 კგ გატარებული კურდღლის ხორცი, 1 ცალი გახეხილი სტაფილო და 2-3 ნაჭერი ყაბაყი, რამდენიმე ღერი ოხრახუში, 1 კვერცხის გული.
ბრიჯი მოამზადეთ ორთქლზე ბოსტნეულთან ერთად. ხორცი მოხარშეთ მწვანილთან ერთად და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ფარში შეურიეთ მომზადებული ბრინჯისა და ბოსტნეულის მასას, დაამატეთ კვერცხის გული. გააკეთეთ მომცრო ზომის გუნდები. დაალაგეთ ცხიმწასმულ ტაფაზე, მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით ჰაერღუმელში.