ექიმები მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, რომ ბუშტებთან მიმართებაში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ. მშობლებმა ბავშვების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შემდეგი რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დაიცვან:
- არასდროს ჩათვალოთ, რომ სათამაშო ბავშვისთვის უსაფრთხოა, რადგან მას გავლილი აქვს შესაბამისი ტესტირება, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი ალერგიული არ არის.
- არ ჩათვალოთ, რომ ბავშვს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ის უკვე სამი წლის გახდა.
- თუ ამჩნევთ, რომ საგანი, ან მისი რომელიმე ნაწილი ბავშვის პირის ღრუში ეტევა, ყოველთვის ყურადღებით დააკვირდით ბავშვს, როდესაც ის ამ საგნის სიახლოვეს იმყოფება.
- არასდროს მისცეთ ბავშვს შესაძლებლობა ითამაშოს ბუშტით, როდესაც თქვენ მის გვერდით არ ხართ.
- გახსოვდეთ, ქაღალდისგან დამზადებული ბუშტები ლატექსის მასალისგან დამზადებულ ბუშტებთან შედარებით გაცილებით უსაფრთხოა.
- აუცილებლად იყავით ინფორმირებული პირველადი დახმარების გაწევის პროცედურების შესახებ. გახსოვდეთ, რომ სიცოცხლე, რომელსაც თქვენ გადაარჩენთ, შესაძლოა, თქვენთვის ყველაზე ძვირფასი იყოს!
ყველა ზემოთ დასახელებული რეკომენდაცია მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რათა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან მაქსიმალურად დაიზღვიონ თავი.
მომზადებულია Drgreene.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები