Baby Bag

„ჩვენი პირველი შეხვედრა... ამაზე ბედნიერი წამები ცხოვრებაში არ არსებობს“ - რა დაარქვეს ჯანეტმა და ნოემ ახალშობილს

„ჩვენი პირველი შეხვედრა... ამაზე ბედნიერი წამები ცხოვრებაში არ არსებობს“ - რა დაარქვეს ჯანეტმა და ნოემ ახალშობილს

ჯანეტ ქერდიყოშვილსა და ნოე სულაბერიძეს დღეს ქალიშვილი შეეძინათ. „მის საქართველო 2011-მა“ ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა. ჩვილი 3,4 კილოგრამი და 51 სანტიმეტრი დაიბადა.

„ჩვენი პირველი შეხვედრა ანასთან. ამაზე ბედნიერი წამები ცხოვრებაში არ არსებობს“, - ამ სათაურით გამოაქვეყნა ჯანეტმა პოსტი, საიდანაც პატარას სახელი გახდა ცნობილი.

ფოტოებს ინსტაგრამზე ფოტოგრაფი mosheinlove აქვეყნებს.

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“

შეიძლება დაინტერესდეთ

ჯანეტი და ნოე დაქორწინდნენ - კადრები ზღაპრული ქორწილიდან

ჯანეტი და ნოე დაქორწინდნენ - კადრები ზღაპრული ქორწილიდან

ტელეპროდუსერი ნოე სულაბერიძე და „მის საქართველო“ ჯანეტ ქერდიყოშვილი დაქორწინდნენ. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა და ქორწილი რესტორან „ბაგრატიონში“ გადაიხადეს.

პატარძალი რესტორანში, ხელის მოწერის ცერემონიალზე, მამამ მიიყვანა. წყვილმა სპეციალურად ქორწილისთვის დადგმული ცეკვა შეასრულა.

ჯანეტმა და ნოემ ქორწილისთვის რამდენიმე სტილის ტანსაცმელი მოირგეს. ჯვრისწერის ცერემონიალზე ტრადიციული სამოსით გამოჩნდნენ, ნოე თეთრ ჩოხაში იყო გამოწყობილი, ჯანეტს კი ძალიან დახვეწილი და განსხვავებული საქორწინო კაბა ეცვა და თავზე გვირგვინი ეკეთა.

          

 

 

ჯანეტისა და ნოერს ქორწილს შოუბიზნესის არაერთი წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ: ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, სალომე ღვინიაშვილი, ირაკლი მაქაცარია, რომელიც ნოეს მეჯვარე გახლდათ, სოფო ნიჟარაძე, ნინო სურგულაძე, ნინო ჩხეიძე, ანრი ჯოხაძე, სალომე ბაკურაძე, დალი ჩიტალაძე, დათუნა მგლაძე, გია ჯაჯანიძე, ნინო ნადირაძე, გუგა კუზანოვი და სხვები.

'

წაიკითხეთ სრულად