კახა კალაძემ და ანუკი არეშიძის წყვილმა თითქმის 13 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჯვარი ამ ზაფხულს დაიწერეს. მათ ორიგინალური წვეულება კახეთში მოაწყვეს. ჯვრისწერის ცერემონია გრემის მონასტერში შედგა.
სოციალურ ქსელში ჯვრისწერისა და წვეულების ამსახველი უამრავი ფოტო და ვიდეო გავრცელდა. თუმცა როგორც ანუკი თავის ინსტაგრამ გვერზე აღნიშნავს, ფოტო, რომელსაც ქვემოთ ხედავთ, აქამდე არსად გამოქვეყნებულა.