Baby Bag

„მამას გოგოები“ - ნოდარ მელაძეს ტყუპები შეეძინა

„მამას გოგოები“ - ნოდარ მელაძეს ტყუპები შეეძინა

ჟურნალისტ ნოდარ მელაძესა და თეა ცეცხლაძეს ტყუპები შეეძინათ. ამის შესახებ ნოდარ მელაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„სხვა ცხოვრება, სხვა განცდა, სხვა გრძნობა. დღეიდან ორი შვილის მამა ვარ. ნატატა და თინანო მელაძეები დაიბადნენ. თეა ცეცხლაძე, მადლობა ამ დღისთვის" - აღნიშნავს ნოდარ მელაძე.  

შეიძლება დაინტერესდეთ

ხშირი გაციება ბავშვებში: როგორ მოვაგვაროთ პრობლემა? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

ხშირი გაციება ბავშვებში: როგორ მოვაგვაროთ პრობლემა? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში დაინტერესებული მშობლის კითხვას უპასუხა. დედა ღელავდა ბავშვის ხშირი ავადობის გამო და აღნიშნავდა, რომ მის 11 თვის შვილს გაციება და ბრონქიტი ხშირად აწუხებდა. ევგენი კომაროვსკის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

​გაციება დაავადებაა, რომელიც ჰიპოთერმიასთან არის დაკავშირებული. ჩვილი ბავშვები, როგორც წესი, ჰიპოთერმიის რისკის წინაშე ნაკლებად არიან, შესაბამისად მათი ხშირი ავადობა გაციებასთან კავშირში არ არის. მათ როგორც წესი, ინფექციური ხასიათის ბრონქიტი ემართებათ. შესაძლოა, ინფექცია სახლში ბაღიდან დაბრუნებულმა უფროსმა ბავშვმა მოიტანოს.

ბავშვებში ხშირია მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები. ვირუსულ ინფექციებს არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა უმკურნალოთ ანტიბიოტიკებით. ნორმალური მკურნალობის შემთხვევაში მწვავე რესპირაციული დაავადებების ნუ შეგეშინდებათ. ყველაზე დიდი ზეწოლა ორგანიზმზე რესპირაციული ვირუსული ინფექციების წამლებით მკურნალობისას მოდის. ვირუსული ინფექციების მკურნალობისას მთავარია ​ბავშვს შეუქმნათ პირობები, რათა მან მინიმალური დანაკარგებით მოახერხოს დაავადებასთან გამკლავება. ბავშვს უნდა მიაწოდოთ ნაკლები საკვები და მეტი სითხე, სახლში შეინარჩუნოთ ზომიერი ჰაერის ტემპერატურა და გამოიყენოთ მარილიანი წყლის სავლები ცხვირისთვის. 

სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში, ​ბავშვების უდიდესი ნაწილი 4-5 დღეში გამოჯანმრთელდება. თუ მოთმინება და გონიერება გეყოფათ, რომ ბავშვებში მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებს წამლებით არ უმკურნალოთ, სხვა არაფრის გაკეთება საჭირო არ არის. თუ ყოველი ინფიცირების დროს ბავშვს ანტიბიოტიკებს მისცემთ, მაშინ ნამდვილად დაგჭირდებათ დახმარება.

ნუ მიხვალთ იმუნოლოგებთან და ნუ მისცემთ ბავშვს ანტიბიოტიკს. თუ ექიმთან შეთანხმებას ვერ ახერხებთ, თავად იკითხეთ, გაეცანით ინფორმაციას, რა ტიპის დაავადებები არსებობს და როგორია მათი მკურნალობის წესი.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად