Baby Bag

თუ გინდათ, თქვენს შვილს უცხო სახელი ერქვას, მაშინ ეს სახელები დაივიწყეთ - სია

თუ გინდათ, თქვენს შვილს უცხო სახელი ერქვას, მაშინ ეს სახელები დაივიწყეთ - სია

​​MomsEdu.ge​ გთავაზობთ საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელების ​სიას

თუ გინდათ, რომ თქვენს შვილს განსხვავებული და უცხო სახელი ერქვას, მაშინ ქვემოთ მოცემული სახელების დარქმევა დაივიწყეთ :)


მილიარდი, მხედარი, მოქეიფე - 18 იშვიათი სახელი, რომელიც შვილს არ უნდა დაარქვათ
მილიარდი, მხედარი, მოქეიფე, ამ სიტყვების გაგონებისას, ალბათ, ვერ იფიქრებთ, რომ ეს შეიძლება ადამიანის სახელი იყოს. ვერც ქვემოთ მოცემულ სიტყვებს დააკავშირებთ ადამიანის სახელებთან (პელეს გარდა). წარ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ ვწუწუნებთ, ბავშვები ხმას არ იღებენ, არიან გაჯეტებში ჩართულები, გავიდნენ თითქოს ამ სამყაროდან,“ - ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

„ჩვენ ვწუწუნებთ, ბავშვები ხმას არ იღებენ, არიან გაჯეტებში ჩართულები, გავიდნენ თითქოს ამ სამყაროდან,“ - ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ Euronews Georgia-ს ეთერში იმ ადამიანების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც პანდემიამ ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური სტრესი მიაყენა:

„მანამდეც რომ ჰქონდათ დეპრესია და შფოთვის ნიშნები, ეს კატეგორია, პირველ რიგში, დაზარალდა. ​ცალკე ჯგუფია ასევე ადამიანების, ვისაც პანდემია უშუალოდ შეეხო, ოჯახის წევრის გარდაცვალება, ახლობლის, მეგობრის, ან თვითონ გადაიტანა ვირუსი ძალიან მძიმედ. ეს, რა თქმა უნდა, ცალკე ჯგუფია. არანაირ შფოთვაზე აქ ლაპარაკი არ არის. მათ ცალკე სპეციფიკური დახმარება სჭირდებათ.“

ირინა ტაბუციძის თქმით, განსაკუთრებული სტრესის ქვეშ მარტოხელა ადამიანები არიან:

„მარტოხელა ადამიანები არიან განსაკუთრებული სტრესის ქვეშ. ამას მთელ მსოფლიოში აღიარებენ. პირველ რიგში, ​მათ სჭირდებათ ჩვენი დახმარება. კარგი იქნებოდა, რომ სახელმწიფო დონეზე დიდი ჯგუფი შექმნილიყო ფსიქოლოგების უფასო ცხელი ან ონლაინ ხაზით. ეს ბევრ ქვეყანაში უკვე გაკეთდა. ჩვენ ფსიქოლოგები ამას ცალ-ცალკე ვაკეთებთ. დიდი, მთელი პოლიტიკა ამ მიმართულებით არ არის, სამწუხაროდ.“

ირინა ტაბუციძემ ბავშვების შესახებაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სოციუმისგან იზოლირებულ პატარებს ასევე ძალიან მძიმე პერიოდი აქვთ:

„ბავშვები არიან საოცარ სტრესულ სიტუაციაში, მით უმეტეს, ჩვენთან. ისინი არიან ყველანაირი სოციუმისგან იზოლირებულები. თანატოლებისგან არიან იზოლირებულები. სკოლა არ იძლევა მხოლოდ განათლებას. განათლება ცალკე სანერვიულოა და დიდი ჩავარდნა გვაქვს, ვატყობ. ​ეს ურთიე​რთობები თანატოლებთან, პედაგოგებთან ასევე პრობლემაა. სტუდენტებს რომ ვუყურებ, შვილი სტუდენტი მყავს და ლექტორებს არ იცნობს. მარტო ეკრანზე ხედავს და იქაც კონტაქტი არ აქვს. რეალურად ისინი მომავალი კოლეგები არიან. სულ სხვა ურთიერთობა უნდა იყოს ჩამოყალიბებული. ძალიან დაზარალდნენ ბავშვები. ჩვენ ვწუწუნებთ, ბავშვები ხმას არ იღებენ, არიან თავისთვის, ​გაჯეტებში ჩართულები რაღაცებს თამაშობენ. გავიდნენ თითქოს ამ სამყაროდან. ყველა ამბობს და ფსიქოლოგები აღიარებენ, რომ დღეს ამას ვერ ვგრძნობთ, მაგრამ მომავალში ზუსტად ეს გაგვიჩნდება ჩვენ პრობლემად.“

„მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ბავშვები ფიზიკურად ერთ ადგილას არ იყვნენ, იმოძრაონ ხშირად, ივარჯიშონ. გაიყვანეთ ჰაერზე, უსაფრთხო ადგილას, რა თქმა უნდა. თანატოლებთან, სამწუხაროდ, ვერ მიიყვანთ. თუ ოჯახში ჰყავს ადამიანს და-ძმები და ბევრი არიან, ეს კიდევ კარგი ვარიანტია. დედისერთა ბავშვებისთვის კიდევ უფრო მძიმეა ეს ყველაფერი. შეიძლება იყოს ძალიან ახლობელი ოჯახი, რომელიც იცით, რომ შეზღუდულია, სხვაგან არ დადის და რაღაც რისკებზე შეიძლება წასვლა. რეალურად ერთადერთი პლუსი რაც არის ახლა, არის ის, რომ ​მშობლებს მეტი დრო გვაქვს სახლში. იქნებ ურთიერთობების დეფიციტი, რომელიც იყო მანამდე შვილებთან, რაღაცნაირად ამოვწიოთ, მეტი დრო დავუთმოთ საკუთარ შვილებს,“ - აღნიშნა ირინა ტაბუციძემ.

წყარო: ​Euronews Georgia

წაიკითხეთ სრულად