მსოფლიო ისტორიის მანძილზე არსებობდნენ ქალები, რომლებიც რადიკალაურად ცვლიდნენ არსებულ რეალობას. ისინი ბრწყინვალედ ემსახურებოდნენ თავიანთ საქმეს, მონაწილეობდნენ სამხედრო, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებში, ებრძოდნენ წარმოუდგნელ სიძნელეებს, ამსხვრევდნენ სტერეოტიპებს და ანგრევდნენ ბარიერებს. მათ შეძლეს ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა.
როზა პარკსი
აფრიკელ-ამერიკელი სამოქალაქო აქტივისტი. ცნობილი , როგორც „თავისუფლებისთვის მოძრაობის დედა“. პარკსი იბძოდა რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
1955 წლის 1 დეკემბერს იგი სამსახურიდან სახლში ავტობუსით ბრუნდებოდა, როდესაც მძღოლმა უბრძანა, რომ ადგილი თეთრკანიანი მგზავრისთვის დაეთმო. მან არ შეასრულა მოთხოვნა, რის შედეგადაც დააპატიმრეს. მის დაპატიმრებას მოჰყვა „მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტი“- შავკანიანები მასობრივად გამოდიოდნენ ქუჩებში და მოითხოვდნენ უფლებების აღდგენას. ეს რასობრივი ჩაგვრის წინააღმდეგ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იყო.
1999 წელს როზა პარკსი პრეზიდენტმა კლინტონმა დააჯილდოვა კონგრესის ოქროს მედლით. მან ცერემონიალზე შემდეგი სიტყვა წარმოსთქვა - „არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს უბრალო ადამიანების შესაძლებლობებისა და ძალაუფლების შესახებ, რათა ადამიანების ღირსებისთვის მუდმივად ცეცხლში ვიდგეთ“.
ამელია ერჰარტი
ამელია ერჰარტი - პირველი ქალი პილოტი, რომელმაც დამოუკიდებლად გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს. ამელია 1928 წელს მიიწვიეს, რომ მიეღო მონაწილეობა ატლანტის ოკეანის გადაფრენაში. 1928 წლის 18 ივნისს მისი თვითმფრინავი 21 საათი ფრენის შემდეგ უელსში დაეშვა. მან იფრინა სხვა პილოტებთან ერთად და ამას არ დასჯერდა, რადგან სურდა იმავე ამოცანისთვის მარტოს გაერთვა თავი. მართლაც, 1932 წლის 20 მაისს მან მარტო გადაუფრინა ატლანტის ოკენას და ამრიგად, დაამყარა ახალი რეკორდი.
ამელია აგრძელებდა ახალი სიმაღლეების დაპყრობას. ასევე ის არის პირველი ადამიანი, რომელმაც მარტო იფრინა ჰავაიდან კალიფორნიამდე. ის აქტიურად იბრძოდა ქალების უფელებებისთვის, მათი უკეთესი მომავლისთვის.
მოდ ვაგნერი
პირველი ტატუ არტისტი ქალი ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავიდან მონაწილეობდა სხვადასხვა საცირკო წარმოდგენაში. შემდეგ კი დაინტერესდა ტატუთი და მალევე გამოავლინა შესაძლებლობები. ის გამოირჩეოდა ტატუს გაკეთების საკუთარი მეთოდებით. იმდროინდელი სამყარო მშვიდად ვერ შეხვდა მოდ ვაგნერის საქმიანობას, მას მოუწია ძალიან ბევრი წნეხის ქვეშ გავლა, მიუხედავად საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულებისა, მოდ ვაგნერი აგრძელებდა საყვარელ საქმიანობას. მისი მოღვაწეობა არის გარდამტეხი საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ ასპექტში.
მალალა იუსაფზაი
მალალა იუსაფზაი - ცნობილი პაკისტანელი აქტივისტი და ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი. არის ადამიანის უფლებათა დამცველი, ზრუნავს ქალთა განათლებაზე. მისი „დამცველობა“ გადაიზარდა სამოქალაქო მოძრაობაშიც კი და პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, მალალა არის პაკისტანის ყველაზე ცნობილი მოქალაქე.
2012 წლის 9 ოქტომბერს, როდესაც მალალა გამოცდიდან სახლში ბრუნდებოდა, იგი თავში დაჭრა თალიბთა წარმომადგენელმა. მიზეზი მალალას განსაკუთრებული აქტიურობა იყო თალიბთა ტერორის წინააღმდეგ. მალალა სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და მეტი შემართებით განაგრძო ბრძოლა.
„თუ ისინი მოვლენ ჩემს მოსაკლავად, მე ვეტყვი, რომ რის გაკეთებასაც ცდილობენ, არასწორია, რადგან განათლება ყველას უფლებაა,“ -ამბობს მალალა.
იგი განათლებაში ხედავს გამოსავალს, მიიჩნევს რომ ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებლს, ერთ წიგნსა და კალამს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო.
მარგარეტ ტეტჩერი
მარგარეტ ტეტჩერი - „რკინის ლედი“. გაერთიანეული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1979-1990 წლებში. ის გამოირჩეოდა ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებებით და უკომპრომისო პოლიტიკით. მან საკუთარი პოლიტიკური მიდგომით შეცვალა არამარტო დიდი ბრიტანეთის, არამედ მთლიანად მსოფლიოს პოლიტიკური კლიმატი.
წყარო: Wikipedia.org, Biography.com
ავტორი: მარიამ კვეტენაძე