Baby Bag

ქალი, რომელმაც ბავშვი ძიძის ანაბარა დატოვა

ქალი, რომელმაც ბავშვი ძიძის ანაბარა დატოვა

მშობლისგან მიტოვებული ბავშვი, რომელიც დედას მის ძიძას ეძახის..

აღმზრდელის ოჯახი მზად არის ბავშვი იშვილოს, თუმცა კანონი მათ ამის საშუალებას არ აძლევს..

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლის ლექსიკა წყვეტს ბავშვის მომავალს. სიტყვებით სულიერ სასახლეს ვაშენებთ ან ვანგრევთ ჩვენშიც და ბავშვშიც,“ - შალვა ამონაშვილი

„მშობლის ლექსიკა წყვეტს ბავშვის მომავალს. სიტყვებით სულიერ სასახლეს ვაშენებთ ან ვანგრევთ ჩვენშიც და ბავშვშიც,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის მომავალზე მშობლის ლექსიკის ზეგავლენის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოთქმული სიტყვა ადამიანისთვის ან სიკეთის მომტანია, ან უბედურების:

„მშობლის ლექსიკა წყვეტს ბავშვის მომავალს. წარმოთქმული სიტყვა ან სიკეთის მომტანია, ან უბედურების. თუ სიტყვაში ჩავდე ჩემი ალერსი, სიყვარული, პატივისცემა, თანაგრძნობა, იმედი, რწმენა, ეს გამოიწვევს იმას, რომ ბავშვი უფრო გაბედულად გადადგამს ნაბიჯს. ასეთი რაღაცაა სიტყვა. რომ გავიგონებ ხოლმე „მეხი კი დაგაყარეო,“ მთელი ბალანი მებურძგლება. თითქოს მე მეუბნებიან ამას, როდესაც ბებია ან დედა ბავშვს ეუბნება: მეხი კი დაგაყარეო. ​როგორ უნდა დააყარო მეხი ბავშვს?!

შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ხშირად მოეფერონ:

„ბავშვებს უნდა ვეფეროთ. ​ბავშვს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ის კარგია, მშვენიერია, ლამაზიცაა. მას უნდა მივაწეპოთ ის სიტყვები, რაც შეიძლება მასში არ არის. არ არის გამბედავი, მაგრამ უნდა უთხრა: „შენ როგორი გამბედავი ხარ!“

„სიტყვები, რომლებიც ჩვენგან გამოდის, ჩვენც გვაშენებს, როგორც ადამიანებს. სიტყვებით ჩვენს სულიერ სასახლეს ვაშენებთ, ან ამავე ​სასახლეს ჩვენშიც ვანგრევთ და სხვაშიც. ბილწსიყვაობა ოჯახში დამანგრეველი ძალაა. ამ დროს ჩვენი სისხლი იცვლება. ჩვენს სისხლში აღმოჩნდება  მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც აღარ გადის სისხლიდან,“ - აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა „ამონაშვილის აკადემიის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად