Baby Bag

მეგან მარკლმა, შესაძლოა, ძიძად კაცი აიყვანოს, რომლის ხელფასი 70 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება

მეგან მარკლმა, შესაძლოა, ძიძად კაცი აიყვანოს, რომლის ხელფასი 70 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება

​სასექსის ჰერცოგი პრინცი ჰარი და ჰერცოგინია მეგან მარკლი, რომლიც ფეხმძიმობის მე-9 თვეშია, მომავალი ბავშვისთვის ძიძას ეძებენ. ბრიტანული გამოცემა ​Mirror-ის ცნობით, სასექსის ჰერცოგინიას სურს, ძიძა ამერიკელი იყოს. ამასთან, მეგანი არ გამორიცხავს, ძიძად კაცის აყვანას.

„ისინი მოხარულები იქნებიან, თუ შეძლებენ შესაბამისი მამრობითი სქესის კანდიდატის მოძიებას. ძიძის საშუალო წლიური ხელფასი დაახლოებით, 70 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება, თუმცა ანაზღაურების ზუსტი რაოდენობა კანდიდატის გამოცდილებაზე იქნება დამოკიდებული,“ - აღნიშნულია სტატიაში.

სამეფო ოჯახმა შესაბამისი კანდიდატი მომავალი 3 თვის განმავლობაში უნდა შეარჩიოს.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ლეგენდა იმის შესახებ, რომ ორსულობა ქალს აახალგაზრდავებს, რა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუეა''

,,ლეგენდა იმის შესახებ, რომ ორსულობა ქალს აახალგაზრდავებს, რა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუეა''

ხატია სიჭინავას და რამაზ ნოზაძის მეოთხე შვილი - მიქაელი უკვე სახლშია. ახალშობილი თავს კარგად გრძნობს. ოთხი შვილის დედა ინსტაგრამზე საკმაოდ აქტიურია და დედებისთვის საინტერესო თემებზე ხშირად წერს. ამჯერად ხატია იმ სირთულეებზე საუბრობს, რაც ორსულობას თან სდევს:

,,ლეგენდა იმის შესახებ, რომ ორსულობა ქალს აახალგაზრდავებს თუ სამუდამო სიცოცხლის ელექსირს უცოცხლებს და უკვდავების ყვავილს ჩუქნის, რა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუეა. ორსულობა, ნებისმიერი ასაკის ქალისთვის, პირველ რიგში, არის ორგანიზმის სტრესი. უდიდეს სიხარულთან ერთად, შენს მუცელში იზრდება და იბერება ყველა ორგანო. როგორც არ უნდა გიხდებოდეს ორსულობა, შენი ორგანოები განიცდიან სრულ შევიწროებას და ბოლოს, კუჭი გაქვს ყელთან, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს საშინელ გულძმარვას, ხოლო სხვა ორგანოები საერთოდ გაუგებარ ადგილებშია მიკუჭული. მოკლედ, საპატიო სტუმარი რომ არა შენს მუცელში, რომელსაც მართლაც რომ რამდენი შეძლებია, ალბათ, ძნელი იქნებოდა ამ მდგომარეობის სილამაზე აღგექვა. საერთოდ, მე ვფიქრობ, მიზანშეწონილი და სამართლიანი იქნებოდა ერთს დედა აჩენდეს, მეორეს მამა და ასე რიგრიგობით. მოკლედ, რაც შეეხება ჩემს ბოლო ორსულობას, ყველაფერს თავისი ასაკი აქვს, მითუმეტეს, ფეხმძიმობას. ასე რომ, თუ 40 წლისთვის კიდევ მოგინდათ გაიმეოროთ ეს მდგომარეობა, მოემზადეთ ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. ორსულად ვარ და მეპატიება დაივიწყეთ. წონა აკონტროლეთ ! ეცადეთ, ბევრი იმოძრაოთ. ნუ თუ კარანტინი არ მოგიწიათ. მოკლედ არ დამძიმდეთ ჩემსავით, რომ მერე დასიებულ კოჭებს რომ დახედავთ, გულმა არ გხიოთ, მოუარეთ საკუთარ თავს. თქვენს შვილებს ჯანმრთელი სჭირდებით. ახლა შეკითხვა: ვინ იყავით ორსულობის (საკეისროს) მერე შეშუპებული? (კოჭები, თითები, კისერი) და რამდენი დრო დაგჭირდათ დასაცხრობად?'' - აღნიშნავს ხატია ინსტაგრამზე. 

--insta--

წაიკითხეთ სრულად