Baby Bag

რატომ ეშინიათ ბავშვებს მულტფილმების გმირების და როგორ დავეხმაროთ ემოციების მართვაში - რჩევები ნათია ფანჯიკიძისგან

რატომ ეშინიათ ბავშვებს მულტფილმების გმირების და როგორ დავეხმაროთ ემოციების მართვაში - რჩევები ნათია ფანჯიკიძისგან

შიშები და შფოთვები ბავშვებში აქტუალური თემაა. რატომ ეშინიათ პატარებს მულტფილმების გმირების და როგორ დავეხმაროთ მათ ემოციების მართვაში. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრობს.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი მშობლები ჩემს ოთახში დაკაკუნების გარეშე არ შემოდიოდნენ,“ - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

„ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი მშობლები ჩემს  ოთახში დაკაკუნების გარეშე არ შემოდიოდნენ,“ - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ბავშვის პიროვნული სივრცის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანებს შორის საზღვრების დაცვა მნიშვნელოვანია:

„მე ძალიან გამიმართლა, რომ ​ჩემი მშობლები ჩემს და საერთოდ შვილების ოთახში დაკაკუნების გარეშე არ შემოდიოდნენ. ამით ისინი იცავდნენ ჩვენს პიროვნულ სივრცეს. ჩვენც ვიცოდით, რომ არ უნდა გაგვეჩხრიკა მათი უჯრა, ასევე არ უნდა შევსულიყავით დაკაკუნების გარეშე. ეს შენს გულში აჩენს ამ საზღვრების დაცვის ეთიკას.“

ნათია ფანჯიკიძის თქმით, ქართველებს ერთმანეთის ინტიმურ სივრცეში შეჭრა ახასიათებთ:

„თუ დაკვირვებიხართ, ბანკომატთან რომ დგახარ, ხანდახან კისერში გრძნობ უკან მდგომი ადამიანის სუნთქვას. ეს არის პრაქტიკულად ინტიმურ სივრცეში შემოსვლა. ის ადამიანი აბსოლუტურად არ გრძნობს უხერხულობას, რომ გაიწიოს, დაგაცადოს რაღაც. ევროპაში ეს წარმოუდგენელია. იქ ერთი მეტრის მანძილზე მაინც არის დისტანცია, რომ შენ მოგეცეს სუნთქვის საშუალება. ამით იწყება ერთმანეთის თავისუფლების პატივისცემა.“

„ასევეა პედაგოგის მოსწავლესთან ურთიერთობაც, რისი თქმის უფლება აქვს მას და რისი - არა. ეს ზრდის თავისუფალ ადამიანს. თუკი ​ჩვენ ყველაფერზე ბავშვს ვაშინებთ, ყველაფერზე ვეუბნებით, რომ ახლა პოლიციელი მოვა. რა თქმა უნდა, დამფრთხალი ადამიანისგან მერე მოითხოვო, რომ გახდეს ლაღი, ეს თითქმის უტოპიაა, თორემ გადაძლევა ყოველთვის შეიძლება,“- აღნიშნა ნათია ფანჯიკიძემ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად