Baby Bag

როგორ შევარჩიოთ ბაღი? - რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ სასურველი ბაღის შერჩევისას

როგორ შევარჩიოთ ბაღი? - რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ სასურველი ბაღის შერჩევისას

მშობლისთვის ბაღის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ამიტომაც საბავშვო ბაღი ,,ლარდი'' გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რაც უნდა გაითვალისწინოთ სასურველი ბაღის შერჩევისას:

1. მიიღეთ სრულფასოვანი ინფორმაცია ბაღის შესახებ. პირადად შეხვდით მმართველ გუნდს და განიხილეთ:

  • დღის განრიგი
  • საკვები
  • რამდენი ბავშვია ჯგუფში
  • გარემო
  • კურიკულუმი
  • მისია და ხედვა

2. გაეცანით ინფორმაციას აღმზრდელ-პედაგოგის შესახებ, რათა იცოდეთ ვინ ზრუნავს თქვენი შვილის განვითარებაზე

3. დაინტერესდით რამდენად გაითვალისწინებენ თქვენს აზრს და როგორ ჩაერთვებით სააღმზრდელო პროცესში

გარდა ამისა, გაარკვიეთ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დეტალები:

  • აძლევს თუ არა არსებული სასწავლო პროგრამა ბავშვს განვითარებისა და ჩამოყალიბების სრულფასოვან საშუალებას
  • რა რესურსების გამოყენებით ვითარდება ბავშვის მზაობა თანამედროვე განათლების მიმართულებით
  • ექცევა თუ არა ყურადღება ბავშვის ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობას
  • როგორ ზრუნავენ დისციპლინის განვითარებაზე
  • რა რესურსები დაგხვდებათ ბავშვის ფიზიკური განვითარებისთვის
  • რამდენად უსაფრთხო სასწავლო-სააღმზრდელო გარემოა
  • იქნება თუ არა გასვლითი ექსკურსიები
  • უზრუნველყოფს თუ არა პროგრამა და გარემო ბავშვის უმტკივნეულო გადასვლას/ტრანზიციას სკოლაში

საბავშვო ბაღი ,,ლარდი'' აკმაყოფილებს როგორც ადგილობრივ, ასევე ბრიტანულ სტანდარტებს. 

ჩვენი გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური და ენთუზიაზმით სავსე სპეციალისტებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ თითოეული ბავშვის სოციალურ, ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებას.

საგანმანათლებლო პროცესები დაფუძნებულია შემოქმედებითობაზე და თამაშზე, რაც ჩვენთან გატარებულ ყოველ დღეს, პატარებისთვის ჯადოსნურ მოგზაურობად აქცევს!

ჩვენ არ ვზოგავთ რესურსებს მაღალი ხარისხის უზრუნველსყოფად, რადგან ვიცით, რომ ეს ბავშვების ნათელი მომავლისთვის გაკეთებული ინვესტიციაა!

დახატე შენი ბედნიერება ჩვენთან ერთად!

საბავშვო ბაღ ,,ლარდი'' - ში 2025-2026 სასწავლო-სააღმზრდელო წლის რეგისტრაცია დაიწყო!

ბაღში ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/jtxBF

ქვემო ლისი, Tbilisi, Georgia.

599 64 64 59

Info@lardi.ge

R. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,შვილი რაღაცით წინ უნდა წავიდეს მშობელზე" - შალვა ამონაშვილი

,,შვილი რაღაცით წინ უნდა წავიდეს მშობელზე" - შალვა ამონაშვილი

,,შვილი რაღაცით წინ უნდა წავიდეს მშობელზე - შეიძლება, ყველაფრით არა, მაგრამ შესაძლოა, გონიერებით, განათლებით, კულტურით... თავისებური უნარებით", - ამის შესახებ პედაგოგმა - შალვა ამონაშვილმა ისაუბრა.

,,რაღაცით თუ არ დაწინაურდა შვილი მშობელზე, მაშასადამე, რაღაც დავაკელით. ყველა ბავშვში არის ის, რითაც მან ჩვენ უნდა გაგვისწროს. 

ბევრი მოდის ჩემთან კონსულტაციაზე დედაზე ჩივილით. თვითონ უკვე ჰყავთ მეუღლე, შვილები და ახლა დედაზე ჩივიან. ხომ შეიძლება, მიუტევო? ცოდვა ყველას გვაქვს. შენ უფალს სთხოვე, შენი ცოდვები მოგიტევოს, მაგრამ თუ ვინმემ შენთან შესცოდა, მიუტევე ღიმილით, კეთილად. არ ჩაიხვიო გულში. ეს არის თვითაღზრდა. თქვენთვის მომინდვია, დაფიქრდებით თუ არა, რამდენი რამე მქონია მე ,,გასაშალაშინებელი“ ჩემს თავში. არადა, ბავშვი გიდგათ წინ და გინდათ, სწორედ მას ჰქონდეს ყველა კარგი თვისება. სიკეთე სიკეთით აღიზრდება, სიყვარული - სიყვარულით, თავმდაბლობა - თავმდაბლობით, კულტურა - კულტურით, სილამაზე - სილამაზით, ბოროტება ვერ ზრდის სიკეთეს- ეს კანონი არ არსებობს. სიკეთეს კი შეუძლია, ბოროტება დაადნოს, იქიდან ამოიღოს ის, რაც სიკეთეს გამოადგება და დანარჩენი ნაგავს გაატანოს. სიკეთეს ეს შეუძლია, მაგრამ სიძულვილში სიყვარული არ იბადება", - ამბობს შალვა ამონაშვილი.


წაიკითხეთ სრულად