შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
დღიურად დაახლოებით 3 ფინჯანი ყავა დადებით ზეგავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე - ექიმი გირჩევთ პროდუქტებს, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებს
მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. „ტოპ“ პროდუქტები, რომლებიც მეტაბოლიზმზე ახდენენ დადებით გავლენას- ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
წინა რუბრიკის შემდეგ ბევრი წერილი მივიღეთ, რომ კონკრეტულად ჩამოგვეთვალა პროდუქტები, რომლებიც მეტაბოლიზმის აჩქარებაში დადებით როლს თამაშობენ.
თუმცა დასაწყისში განვიხილოთ, რა ახდენს გავლენას ჩვენი მეტაბოლიზმის სიჩქარეზე?
ესენია:
გენეტიკა - კალორიებს, რომელსაც დღეში წვავთ, ძირითადად განსაზღვრავს ჩვენი გენეტიკა.
ასაკი - მეტაბოლიზმის სიჩქარე მცირდება ყოველი ათი წლის განმავლობაში 2%-ით.
სქესი - მამაკაცებს უფრო სწრაფი მეტაბოლიზმი აქვთ, ვიდრე ქალებს.
სიმაღლე - მაღალ ადამიანებს უფრო სწრაფი მეტაბოლიზმი აქვთ, ვიდრე დაბალ ადამიანებს.
სხეულის აგებულება - თქვენი მეტაბოლური სიჩქარე უფრო მაღალი იქნება, თუ მეტი კუნთი და ნაკლები ცხიმი გაქვთ.
დიეტა - გრძელვადიანმა დაბალკალორიულმა დიეტებმა შეიძლება, მნიშვნელოვნად შეამციროს თქვენი მეტაბოლური სიჩქარე. ასე რომ, ექსტრემალურმა დიეტამ შეიძლება რეალურად თქვენ წინააღმდეგ იმუშაოს.
მუდამ გვახსოვდეს, რომ როდესაც ე.წ. ზოგად მაჩვენებლებს ვთვლით, აქ ყოველთვის იგულისხმება პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანი.
ახლა კი ჩამოვთვალოთ რამდენიმე „ტოპ“ პროდუქტი, რომლებიც მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენს:
წყალი - უმთავრესია მეტაბოლიზმის სწორად ფუნქციონირებისთვის!
კოფეინი - ზრდის მეტაბოლიზმის სიჩქარეს. დღიურად დაახლოებით 3 ფინჯანი ყავა დადებით ზეგავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე.
მწვანე ჩაი - სხვადასხვა კვლევით დადასტურებულია, რომ ის ზრდის მეტაბოლიზმის სიჩქარეს.
ციტრუსები (კივი, ფორთოხალი, ლიმონი, გრეიფუტი) და კეკნროვანი ხილი (ჟოლო, მოცვი, მარწყვი) - ისინი არამარტო ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებია, არამედ არიან ანტიოქსიდანტები და მეტაბოლიზმის აჩქარებაშიც მონაწილეობენ.
ჯანჯაფილი (კოჭა) - მას აქვს დადებითი გავლენა მეტაბოლიზმზე. შეგიძლიათ დაუმატოთ საკვებს ან ჩაის. მას დაახლოებით 20%-ით შეუძლია გაზარდოს მეტაბოლიზმის სიჩქარე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
-qs-არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)-qe