შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
Miniland-ის ფართო ასორტიმენტში აუცილებლად იპოვით ნებისმიერ ნივთს, რომელიც შეიძლება, დასჭირდეს თქვენს პატარას - ინფორმაცია კომპანიის შესახებ
უსაფრთხო და უმაღლესი ხარისხის საბავშვო პროდუქციის შერჩევა ყველა მშობლისთვის მნიშნელოვანი საკითხია. სწორედ ამ საკითხებს აქცევს ყველაზე დიდ ყურადღებას ესპანური კომპანია Miniland, რომელიც ფართოდაა ცნობილი მსოფლიო მასშტაბით და უკვე მეორე წელია საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. დაარსების დღიდან კომპანია აწარმოებს მხოლოდ უსაფრთხო, მაღალი ხარისხის მასალისგან დამზადებულ პროდუქციას ბავშვებისთვის.
საქართველოში მინილენდის ოფიციალური წარმომადგენელია კომპანია „დიემთი“, რომელიც 12 წელია ახდენს ქვეყნის ტერიტორიაზე უმაღლესი ხარისხის პირადი მოხმარების სამედიცინო აპარატურისა და ბავშვთა მოვლის პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას.
ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ უსაფრთხო და უმაღლესი ხარისხის საბავშვო პროდუქცია, რომელიც იდეალურია როგორც პატარას მოვლისთვის, ასევე თამაშის, აღზრდისა და განვითარებისთვის. მინილენდი ზრუნავს თქვენი პატარების კომფორტზე, სიმშვიდესა და ჯანმრთელობაზე.
Miniland-ის ფართო ასორტიმენტში აუცილებლად იპოვით ნებისმიერ ნივთს, რომელიც შეიძლება, დასჭირდეს თქვენს პატარას, როგორიცაა: საბავშვო ნაკრებები, ჭურჭელი, თერმოსები, საკვების დასამზადებელი ტექნიკა, ჰაერის დამატენიანებლები, განმავითარებელი და ინტერაქციული სათამაშოები, რელაქსაციისთვის განკუთვნილ ნივთები და სხვა.
პროდუქცია ხასიათდება მაღალი ხარისხით და მათი წარმოების პროცესში დაცულია ყველა შესაბამისი სტანდარტები. გარდა იმისა, რომ ნივთები მოსახერხებელი და კომფორტულია, მათ ასევე აქვთ დახვეწილი დიზაინი ნებისმიერი გემოვნებისთვის. პროდუქცია არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და არის სრულიად უსაფრთხო ბავშვებისთვის.
მშობლებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად, ჩვენი კომპანია მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს სახლიდან გაუსვლელად ონლაინ საიტის საშუალებით შეიძინოს ნებისმიერი პროდუქტი და ისარგებლოს მიტანის სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროდუქციის შეძენა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე - ირ. ევდოშვილის 18 ან ონლაინ - https://miniland.ge/.