შეტევითი ხველის შესახებ პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ დროს მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის:
,,შეტევითი ხველა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია, ეს არა მხოლოდ მშობლების, ექიმების პრობლემაცაა. მშობელი მოგვმართავს, ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ მედიკამენტები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. გააჩნია, როგორია ხველა - მშრალი, სველი რა სიხშირით და როდის ახველებს (ღამე, დღე). აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, ხშირად იციან მშობლებმა ტელეფონით მედიკამენტის დანიშვნას ითხოვენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამისი თქმა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი, ხველასთან ერთად რა სიმპტომები აქვს, ფილტვებს მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს წამალი.''
პედიატრი ხველის სიროფების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელი უნდა მოერიდოს მას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე:
,,ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ხველის სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს ხველა. თვითნებურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალევინონ მშობლებმა ბავშვებს წამლები.''
პედიატრ ნანუკა ყავლაშვილის თქმით, სანამ ექიმთან მიიყვანთ ბავშვს, შეგიძლიათ სახლში თბილი სითხეები მიაწოდოთ, ასევე გამოიყენოთ ინჰალაციის აპარატი, ეფექტურია თაფლიც:
,,ის რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის თბილი სითხეების მიწოდება, თაფლიანი წყალი, რომელსაც მტკიცებითი მედიცინის კუთხით თუ შევხედავთ აქვს მტკიცებულება, ის გარკვეულწილად შველის ხველას და ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. ასევე კარგია ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. ინჰალაციის აპარატი ბევრს აქვს უკვე სახლში და მისი გამოყენება პაციენტის გასინჯვის გარეშეც შეიძლება. მას შემდეგ, რაც პაციენტს ვნახავთ, ამის მიხედვით შეიძლება, როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს და ზოგიერთ შემთხვევაში ან ამოსახველებელი ან პირიქით ხველის დამთრგუნველი საშუალება მიიღოს ბავშვმა. მესმის, რომ ძალიან ძნელია, როცა შეტევითი ხველაა და მას პრაქტიკულად მაინცდამაინც არაფერი განსაკუთრებულად არ შველის, თუმცა ეს არის დროის საკითხი და რა თქმა უნდა, მილევად რეჟიმში ეს ხველაც გაივლის,'' - აღნიშნულის შესახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„როდესაც ახალი დაავადების საწინააღმდეგოდ იქმნება ახალი ვაქცინა, ამას ბუნებრივია ახლავს შეკითხვა,“- ინფექციონისტი ფატი გაბუნია
ინფექციონისტმა ფატი გაბუნიამ კოვიდ-19-ის ვაქცინების მიმართ საზოგადოებაში გავრცელებული უნდობლობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ვაქცინებისადმი მსგავსი დამოკიდებულება ბუნებრივია:
ფატი გაბუნიას თქმით, ორსულისთვის ყველა ვირუსი საშიში არ არის:
„ფორმულირება, რომ ყველა ვირუსი საშიშია მაინდამაინც სწორი არ არის. არსებობს ერთადერთი ვირუსული ინფექცია - წითურა, რომელიც ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნამდვილად საშიშია, იმიტომ, რომ ის გადალახავს საშვილოსნოსა და ნაყოფს შორის ბარიერს, ჩაერთვება ორგანოგენეზში და იწვევს ნაყოფის სიმახინჯეს. რაც შეეხება დანარჩენ ვირუსებს და მათ შორის კოვიდ-19-ის ვირუსსაც, ამ ვირუსს შეუძლია დააზარალოს ნაყოფი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დედა არის ავად. დედის მძიმე მდგომარეობის გამო, შესაძლოა, მოხდეს თვითნებური აბორტი.“
„ჩვენი ორგანიზმი, რომელიც ძალიან ჭკვიანია, ორსულობას განიხილავს, როგორც გარკვეულ იმუნოსუპრესიულ მდგომარეობას. სწორედ ამას ეფუძნება მექანიზმი, რომ ორსულებში ბევრად უფრო აგრესიულია დაავადება, ვიდრე არაორსულებში. შესაბამისად ამიტომ ზარალდება ნაყოფი დედის მძიმე მდგომარეობაში. კორონავირუსი არ არის ასოცირებული ნაყოფის სიმახინჯესთან, გარკვეულ ცვლილებებთან ნაყოფის ფორმირების პროცესში,“ - აღნიშნულ საკითხზე ფატი გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ისაუბრა.