ძუძუს თვიგასინჯვის შესახებ
,,ქალბატონებს, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ მენსტრუალური ციკლი, ციკლის ბოლო დღე შეიძლება აირჩიონ იმისთვის, რომ ჩატარდეს თვითგასინჯვა. ამას იმიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ პირველი - არ გამოგვრჩება თარიღი, მეორე იმიტომ, რომ ქსოვილი არ არის წყლით კარგად გაჯერებული, ის ჩაჩუტული და რბილია.
როგორ უნდა გაისინჯოთ მკერდი? - უნდა გაიხადოთ და დადგეთ სარკის წინ, ვიზუალურად შევხედოთ, არის თუ არა მკერდი ერთი და იგივე ზომა. შეიძლება მცირედი განსხვავება იყოს, მაგამ არა რადიკალურად. არის თუ არა ძუძუს თავი ორივე ერთ ადგილას განლაგებული, ხომ არ არის შებრუნებული. ასევე ხომ არ არის სიწითლე. ყურადღებამისაქცევია, თუ არის მუდმივად ერთ ადგილას ქავილის შეგრძნება. ამ ყველაფერს სწორ პოზიციაში ვაკვირდებით, შემდეგ კი უნდა გავაკეთოთ დოინჯი, ოდნავ წინ გადმოვიხაროთ და დავაკვირდეთ ზემოთ ჩამოთვლილ მახასიათებლებს. ამის შემდეგ ფეხზე მდგარ პოზიციაში ხელები მაღლა ავწიოთ და ისევ დავაკვირდეთ მკერდს.
სარძევე ჯირკვლის გასინჯვის შემდეგი ეტაპია შხაპის, თბილი წყლის ქვეშ გასინჯვა, რადგან ამ დროს მოდუნებულია ქსოვილი. თუ ვისინჯავთ მარცხენა მკერდს,