Baby Bag

​გაციებისა და ვირუსული ინფექციების სეზონი იწყება - ის, რაც ყველა დედამ უნდა იცოდეს

​გაციებისა და ვირუსული ინფექციების სეზონი იწყება - ის, რაც ყველა დედამ უნდა იცოდეს

ბაღები და სკოლები დაიწყო, სოციალური ურთიერთობები დახურულ სივრცეში ინაცვლებს. გარეთაც აგვიგრილდა, ტემპერატურის კლებასთან ერთად კი ვირუსები აქტიურდებიან და მშობლებიც გაფაციცებით ვიწყებთ შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

როგორ გავუწიოთ ეფექტური და უსაფრთხო დახმარება პატარებს სიმპტომების დროს - ​MOMSEDU.GE 4 სამაგიდო პრეპარატს გაგაცნობთ, რომელიც ყველა დედას უნდა ჰქონდეს სახლში.

არაერთხელ გვისაუბრია და ახლაც ვთანხმდებით, რომ სხვების რჩევით, ექიმის დანიშნულების გარეშე, ანტიბიოტიკებისა და ჰორმონალური მედიკამენტების თვითნებური გამოყენება დაუშვებელია. ამ პრეპარატების გაცემა განვითარებულ ქვეყნებში მკაცრად რეგულირდება.

ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლაში ამერიკა, კანადა და ევროპის წამყვანი ქვეყნები უპირატესობას ჰომეოპათიურ მედიკამენტებს ანიჭებენ. წლებია, წამყვანი ქვეყნების პედიატრები მკურნალობის 60%-80%-ში ჰომეოპათიურ პრეპარატებს იყენებენ.

ჰომეოპათიური მედიკამენტი აბსოლუტურად ბუნებრივ კომპონენტებზეა დამზადებული და მცენარეულ, ცხოველურ და მინერალურ კომპონენტებს შეიცავს. ამასთან, აღსანიშნავია მათი ფარმაკოეკონომიკურობა - პრეპარატებს საშუალოდ გახსნიდან 5 წლის განმავლობაში აქვს ვარგისიანობის ვადა და შეგიძლიათ, სიტუაციურად, საჭიროებისამებრ გამოიყენოთ.

განვიხილოთ კანადისა და ამერიკის ბაზარზე ლიდერი მწარმოებლის მაგალითი - „ჰომეოკანი“ მსხვილი კანადური კომპანიაა, რომელიც 200-ზე მეტ მედიკამენტს აწარმოებს.

მნიშვნელოვანია, რომ GMP სტანდარტს აკმაყოფილებს და როგორც კანადის ჯანდაცვის ორგანიზაციის, ასევე FDI-ს მიერ ყოველწლიურად კონტროლდება. მედიკამენტებში შემავალ თითოეული კომპონენტს კი ამერიკის ჰომეოპათიური ფარმაკოპეა ამოწმებს და არეგულირებს. შესაბამისად, პედიატრიულ ხაზ Kids 0-9-ს მაღალი ხარისხისა და უსაფრთხოების დიდი პროფილი აქვს.

KIDS 0-9 0-დან 9 წლამდე ბავშვებისთვისაა - გამოიყენება ნებისმიერი ტიპის ვირუსული ინფექციის დროს, სიმპტომების გამოვლენისთანავე. Kids 0-9 ჰომეოპათიური მედიკამენტები არ შეიცავს საღებავებს, გლუტენს, შაქარსა და თაფლს. აქვს ხილის არომატები და ტკბილია მასში არსებული დამხმარე ნივთიერება სორბიტოლის ხარჯზე. აქვს ადვილად მისაღები თხევადი ფორმულა (გადაცდენის რისკი არ არის), გარანტირებული დოზირება და უკეთ შეწოვის უნარი.

გაციებისა და ვირუსების სეზონზე განსაკუთრებით ეფექტურია Kids 0-9-ს 4 პრეპარატი: ჰომეოკოქსინუმი, ხველა-გაციება , სინუსი და ტკივილი - ცხელება.

სანამ დეტალურად გაგაცნობთ თითოეულს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მათი ეფექტურობა დამოკიდებულია პრეპარატის ზუსტ და სწორ გამოყენებაზე, პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე.

Kids 0-9-ს ჰომეოკოქსინუმი გამოიყენება გრიპის მსგავსი სიმპტომების დაწყებისას: ცხელება, შემცივნება, სურდო, ტკივილი, სისუსტე.

მისი მიღება იმუნურ სისტემას უჯრედის დონეზე აძლიერებს და გამა-ინტერფერონის დონეს 30%-40%-ით ზრდის. ის ხელს უშლის ვირუსის გამრავლებას, შესაბამისად, ინფექცია მიმდინარეობს ნაკლები სიმძიმით, აქვს ხანმოკლე მიმდინარეობა და გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფად დგება.

საინტერესოა, რომ მასში შემავალი ცხოველური კომპონენტი - გადამფრენი იხვი ბარბარია - თითქმის ყველა ტიპის ვირუსის ანტისხეულის მქონეა.

Kids 0-9-ს ჰომეოკოქსინუმი 0 ასაკიდან წვეთების , 7-8 წლიდან კი გრანულების სახით მიიღება. გამოიყენება დღეში 3-ჯერ, 6 საათში ერთხელ. სეზონური ვირუსების დროს, სიმპტომების გამოვლენამდე პროფილაქტიკის მიზნითაც მიიღება 10 დღის განმავლობაში, დღეში ერთხელ.

Kids 0-9-ს ხველა-გაციება გამოიყენება ქვემოსასუნთქი გზების ინფექციების დროს. იგულისხმება, ბრონქიტი, ტრახეიტი, როდესაც არის ჩახლეჩილი ხმით, მშრალი, უხეში ხველა. ის აუმჯობესებს ხველის და გაციების თანმხლებ სიმპტომებს: ეხმარება ნახველის წარმოქმნაში (რადგან ამ ასაკში ბავშვებს ამოხველების რეფლექსი არ აქვთ განვითარებული, მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი ნახველის დამარბილებელი საშუალებაა და არა ამოსახველებელი, ამდენად სრულიად უსაფრთხოა) ხსნის შეშუპებას, ტკივილსა და ცხელებას.

0 დან 6 წლამდე ბავშვებში რეკომენდებულია ½ ჩაის კოვზი (2,5 მლ)4 -ჯერ, ხოლო ბავშვებში 7-დან 9 წლამდე - 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 3-4 ჯერ დღეში. შეამცირეთ მიღება სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ ან მიიღეთ ექიმის რეკომენდაციით.

აღსანიშნავია, რომ ხველა სიმპტომია, რომელიც შეიძლება ახლდეს არა მხოლოდ ქვემოსასუნთქი, არამედ ზემოსასუნთი გზების ინფექციებსაც. მაგალითად, სინუსიტებისა და რინიტების დროს, ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ Kids 0-9-ს სინუსი .

Kids 0-9-ს სინუსი ხელს უწყობს გაციების სიმპტომებისგან გათავისუფლებას, იქნება ეს სურდო, ცემინება, ცრემლდენა, ყელის გაღიზიანება თუ თავის ტკივილი. გამოიყენება როგორც მწვავე, ასევე გახანგრძლივებული პროცესის დროს. 1 საწვეთური (0.75 მლ) 1-დან 3-ჯერ დღეში. მწვავე ფაზაში, მწარმოებლის რეკომენდაციით, პირველი 2 დღის განმავლობაში შესაძლებელია დარტყმითი დოზების გამოყენება.

ვირუსების სეზონზე ეფექტურია ჰომეოკოქსინუმისა და სინუსის ერთობლივი მიღება: ჰომეოკოქსინუმით არ ვაძლევთ ვირუსებს გამრავლების საშუალებას, სინუსით კი კონკრეტულად ცხვირ-ხახის პრობლემებს ვებრძვით.

სეზონურ ვირუსებს ტემპერატურა და ტკივილიც ახლავს თან, ამ პროცესების ეფექტური მართვა კი Kids 0-9-ს ტკივილი-ცხელებით შეგვიძლია.

ის არეგულირებს ტემპერატურას და ხსნის ყელისა და თავის ტკივილს, გაღიზიანებასა და დისკომფორტს.

მოგეხსენებათ, 38 - 38,5 გრადუსამდე არ არის რეკომენდებული სიცხის დამწევი საშუალებები გამოყენება, რადგან იმუნური სისტემისთვის მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეაქცია, როგორც ვირუსთან ბრძოლის მეთოდი (გამონაკლისი შემთხვევების გარდა - ეპილეფსია, ფებრილური გულყრა).

აღსანიშნავია, რომ Kids 0-9-ს ტკივილი-ცხელება არა ტემპერატურის დამწევი, არამედ მარეგულირებელი საშუალებაა, რომელიც თანმხლებ დისკომფორტს ხსნის.

გამოყენების რეკომენდაცია: 1 საწვეთური (0.75 მლ) 1-დან 3-ჯერ დღეში.

Kids 0-9-ს ტკივილი-ცხელების მიღება ასევე ეფექტურია მაღალი ცხელების დროს, პარაცეტამოლისა ან იბუპროფენის ჯგუფის პრეპარატების დამხმარედ - ჰომეოპათიური და ქიმიური პრეპარატის ერთობლივი გამოყენება აძლიერებს ერთმანეთის მოქმედებას.

როგორც აღვნიშნეთ, Kids 0-9-ს მაღალი ხარისხისა და უსაფრთხოების დიდი პროფილიდან გამომდინარე, პრეპარატების გამოყენება პედიატრის დანიშნულების გარეშე შეგიძლიათ, მაგრამ, თუ პირველი სამი დღის განმავლობაში სიმპტომები არ გაუმჯობესდა, უალტერნატივოდ ექიმს უნდა მიმართოთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ, Kids 0-9-ს ოფიციალურ გვერდს მისწეროთ: ht​tps://www.facebook.com/Kids09.Georgia

R. 

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ საკვების მიღების დროს დავლევთ წყალს, ის ნამდვილად გააზავებს მარილმჟავას, მაგრამ... - შეიძლება თუ არა წყლის მიღება ჭამის დროს?

თუ საკვების მიღების დროს დავლევთ წყალს, ის ნამდვილად გააზავებს მარილმჟავას, მაგრამ... - შეიძლება თუ არა წყლის მიღება ჭამის დროს?

შეიძლება თუ არა წყლის დალევა საკვების მიღების დროს? - თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.

ალბათ გსმენიათ, რომ როდესაც საკვების მიღების დროს წყლის მიღება არ შეიძლება, რადგან მონელებას ხელი შეეშლება. თუ საკვებს ვერ მოინელებ, გაზები შეგაწუხებს, გასუქდები და სხვა. სწორია თუ არა ეს ყველაფერი? - ეს არ არის სიმართლე და დაგიმტკიცებთ რატომ. 

როდესაც საქმე ეხება საკვების მონელებას, ჩვენს კუჭში არსებობს სპეციალური გარემო და ამ გარემოს ქმნის მარილმჟავა. როგორც კი მასში აღმოჩნდება საკვები, ერთი მხრივ, გაათავისუფლებს ბაქტერიებისგან, რათა ინფექცია არ შეიჭრას სხეულში, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს, რომ მასში არსებული ცილები გაიშალონ (ამას ჰქვია დენატურაცია) და მესამე, ააქტიურებს სპეციალურ ფერმენტებს, განსაკუთრებით პეპსინს, რომელიც ამ ცილებს დაჭრის და შემდეგ ჩვენ მას მოვინელებთ. 

აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა - თუ კუჭში მჟავიანობა არის საკვანძო მომენტი, მაშინ წყლის დალევა როგორ შეიძლება არ აღმოჩნდეს ხელისშემშლელი? 

თუ საკვების მიღების დროს მივიღებთ წყალს, ის ნამდვილად გააზავებს მარილმჟავას, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში. იქ, სადაც კუჭი მთავრდება და იწყება თორმეტგოჯა ნაწლავი გვაქვს ადგილი, რომელსაც ჰქვია ანტრუმი. ანტრუმში არიან G უჯრედები, რომლებიც აფიქსირებენ, რომ კუჭში მჟავიანობა დაეცა მიღებული წყლის ხარჯზე, გამოყოფენ ჰორმონ გასტრინს, რომელიც იმოქმედებს კუჭზე, რის საფუძველზეც მჟავიანობა ისევ აღდგება. შესაბამისად, თუ საკვების მიღების დროს წყლის დალევა გიყვართ, მიიღეთ, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

ის ფაქტი, რომ თითქოს საკვების მიღების დროს წყლის დალევით წონაში მოიმატებ, ეს აბსულუტური სისულელეა, პირიქით, შეიძლება დაიკლო კიდეც. კვლევა ჩატარდა, სადაც ნახეს რომ თუ ადამიანი საკვების მიღების დროს, 12 კვირის განმავლობაში იღებდა 500 მლ სითხეს, წონაში იკლებდა. რა თქმა უნდა, წონაში კლება არ იყო მაინცდამაინც შთამბეჭდავი, მაგრამ 2 კილოგრამის დანაკარგი შეიმჩნეოდა 3 თვის განმავლობაში. ამიტომ, თუ თქვენ კვების დროს წყალს იღებთ, ამით შესაძლოა წონაშიც დაიკლოთ და შეკრულობაც მოიგვაროთ.

აქვე მინდა დავამატო, რომ ვისაც აწუხებს გასტროეზოფაგური რეფლუქსი, მაშინ წყლის მიღება საკვების მიღების დროს არ არის კარგი,“ - აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ. 

წყარო: ​,,მთავარი დიაგნოზი''

წაიკითხეთ სრულად