Baby Bag

7 შეცდომა, რომელიც მშობლებმა ბავშვის სკოლაში წასვლისას არ უნდა დაუშვან

7 შეცდომა, რომელიც მშობლებმა ბავშვის სკოლაში წასვლისას არ უნდა დაუშვან

მშობლები ბავშვის აღზრდისას ყოველთვის ფიქრობენ, რამდენად სწორად იქცევიან. ყველა შეკითხვაზე ერთი სწორი პასუხის მიღება შეუძლებელია, თუმცა რიგ შემთხვევებში მშობლებს შეცდომების თავიდან არიდება ნამდვილად შეუძლიათ. თუ ბავშვები სკოლაში მიდიან, ეს 7 შეცდომა არ უნდა დაუშვათ:

1. ბავშვის სკოლაში მიყვანისას ზედმეტად ემოციური ნუ იქნებით

ბავშვები სკოლაში მისვლისას ძლიერ ემოციებს განიცდიან. ზოგიერთი ტირის, შფოთავს და ღელავს. პატარებს მშობლებთან განშორება არ სურთ, რადგან მათთან თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. თუ მშობელი ბავშვზე მეტად ღელავს და მას აგრძნობინებს, რომ უჭირს შვილთან განშორება, ბავშვს ეს განწყობა გადაედება. თუ სკოლის პირველ დღეს ღელავთ, თქვენი განცდები ბავშვს არ აგრძნობინოთ. ბავშვს მშვიდად დაემშვიდობეთ და მის თვალწინ დადებითი განწყობა შეინარჩუნეთ.

2. ბავშვს საშინაო დავალების მომზადებაში დახმარებაზე უარი არ უთხრათ

ბავშვისთვის დამოუკიდებლობის სწავლება მნიშვნელოვანია, თუმცა მას გარკვეული წინამძღოლობა სჭირდება, რათა დროის სწორად გადანაწილება ისწავლოს და დავალების მომზადება შეძლოს. მშობელმა ბავშვს უნდა აუხსნას, რომ გაკვეთილების მომზადება ბოლო წუთისთვის არ უნდა გადადოს. ზოგჯერ სასწავლო წლის დასაწყისში მსგავსი ტიპის დახმარება უფროსკლასელებსაც სჭირდებათ. როგორც წესი, მათ ბევრად მეტი დავალება აქვთ შესასრულებელი და პატარებზე მეტადაც იღლებიან, რის გამოც, ზოგჯერ დროის გადანაწილებასა და პრიორიტეტების შემუშავებაში მშობლების თანადგომა სჭირდებათ.

3. ნუ მოახვევთ ბავშვს თავს საკუთარ შიშებს

ბავშვის სკოლაში წასვლის წინ მშობელი ხშირად ბავშვზე მეტადაც ღელავს. მათ იციან, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა კლასში კარგი შთაბეჭდილება დატოვოს და კარგად ისწავლოს. ხშირად მშობელი საკუთარ შიშებს ბავშვს უზიარებს, რაც მას ზიანს აყენებს. არ უთხრათ ბავშვს, რომ შიშობთ, შეიძენს თუ არა ის მეგობრებს, ან მიიღებს თუ არა კარგ შეფასებას. ნუ დაზაფრავთ ბავშვს ნეგატიური მოლოდინებით.

4. კარგად გაარკვიეთ, რა უნდა შეიძინოთ სასკოლოდ ბავშვისთვის

ხშირად მშობლები თვლიან, რომ ზუსტად იციან, რა ნივთები სჭირდება ბავშვს სკოლისთვის, თუმცა აღმოჩნდება, რომ ბავშვი უამრავი საჭირო ნივთის გარეშე რჩება, როდესაც სკოლაში მიდის. კარგად გაარკვიეთ მასწავლებელთან, რა ნივთები უნდა შეიძინოთ.

5. ნუ დატვირთავთ ბავშვს ზედმეტი აქტივობებით

ზოგჯერ მშობლები ფიქრობენ, რომ რაც უფრო მეტი აქტივობით დაკავდება ბავშვი, მით უფრო სასარგებლო იქნება ეს მისთვის. ყოველდღიურად სხვადასხვა აქტივობით დაკავება ბავშვს ძალიან ღლის და გამოფიტავს. მართალია, ხელოვნების ან სპორტული აქტივობები ბავშვისთვის ძალიან სასარგებლოა, თუმცა მათ თქვენი შვილის თავისუფალი დრო მთლიანად არ უნდა დაეთმოს. ბავშვს ძალიან ბევრი ენერგია აქვს, მაგრამ მას ზოგჯერ საკუთარ ოთახში მშვიდად ყოფნა და თამაში სჭირდება. ჰკითხეთ თქვენს შვილს, რომელი აქტივობა მოსწონს ყველაზე მეტად და წრეები, რომელზეც ის უნდა ატაროთ, ბავშვთან ერთად შეარჩიეთ.

6. ნუ ისაუბრებთ მასწავლებელზე ცუდად ბავშვის თანდასწრებით

მშობლებს და მასწავლებლებს ხშირად ბევრ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ყველაზე ცუდი, რაც მშობელმა შეიძლება გააკეთოს, ბავშვის თანდასწრებით მასწავლებელზე ცუდად საუბარია. მსგავსმა დამოკიდებულებამ, შესაძლოა, კლასში ვითარება გაამწვავოს და ბავშვის განათლებაზე ნეგატიურად იმოქმედოს. კვლევებით დგინდება, რომ მასწავლებლები, რომლებსაც ბავშვის მშობლებთან დადებითი დამოკიდებულება აქვთ, ბავშვთან მუშაობაში მეტ ძალისხმევას დებენ.

7. ნუ გააცდენინებთ ბავშვს სკოლის პირველ დღეებს

მართალია, სწავლის დაწყების შემდეგ პირველ დღეებში აკადემიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, თუმცა ბავშვები სკოლაში არიან. ამ დღეებში ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთობენ, მასწავლებლებს ეცნობიან, სკოლაში მოქცევის წესებს ითვისებენ. ბავშვები მეგობრებს სწრაფად იძენენ. მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობების ჩამოყალიბების პირველ დღეებში ბავშვი სკოლაში იყოს და კლასელებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა მიეცეს.

წყარო: ​Brightside.me

შეიძლება დაინტერესდეთ

სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები - უფასო წვდომა

სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები - უფასო წვდომა

მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამომცემლობები გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებზე უფასო წვდომას სთავაზობენ:

„დედაენა“ I კლასი

გამომცემლობა „სწავლანი“, საგანი - ქართული ენა და ლოიტერატურა

ქართული ენა. მე-5 კლასი. მოსწავლის წიგნი
https://www.calameo.com/read/005630120ed8938fa35ae

ქართული ენა. მე-5 კლასი. მოსწავლის რვეული
https://www.calameo.com/read/0056301203ce896637c67
ქართული ლიტერატურა. მე-5 კლასი. მოსწავლის წიგნი. ნაწილი 1
https://www.calameo.com/read/00563012020ecda61ec7f
ქართული ლიტერატურა. მე-5 კლასი. მოსწავლის წიგნი. ნაწილი 2
https://www.calameo.com/read/0056301207160ca9eaabd
ქართული ენა და ლიტერატურა. მე-5 კლასი. მასწავლებლის წიგნი
https://www.calameo.com/read/005630120ec1d10c92ffb

ქართული ენა. მე-6 კლასი. მოსწავლის წიგნი
https://www.calameo.com/read/005630120604f6b6d0006
ქართული ენა. მე-6 კლასი. მოსწავლის რვეული
https://www.calameo.com/read/00563012056c7a627d580
ქართული ლიტერატურა. მე-6 კლასი. მოსწავლის წიგნი. ნაწილი 1
https://www.calameo.com/read/0056301201d3913e6dcbd
ქართული ლიტერატურა. მე-6 კლასი. მოსწავლის წიგნი. ნაწილი 2
https://www.calameo.com/read/00563012078f752b8945f
ქართული ენა და ლიტერატურა. მე-6 კლასი. მასწავლებლის წიგნი
https://www.calameo.com/read/00563012039b52543fc2b

ქართული ლიტერატურა. 7 კლასი (ნაწილი 1)
https://en.calameo.com/read/00563012015cacd90abe2

ქართული ლიტერატურა. 7 კლასი (ნაწილი 2)
https://en.calameo.com/read/00563012087eab4be7be4

ქართული ენა. 7 კლასი
https://en.calameo.com/read/005630120f2cb3740a603

ქართული ენა და ლიტერატურა, VIII კლასი
https://www.calameo.com/read/005630120dfe528324f2c

ქართული ენა და ლიტერატურა, IX კლასი

https://www.calameo.com/read/005630120cb85d5fff079

ქართული ენა და ლიტერატურა, X კლასი
https://www.calameo.com/read/0056301203114787d6d43

ქართული ენა და ლიტერატურა, XI კლასი
https://www.calameo.com/read/0056301204ec0b2e8850a

ქართული ენა და ლიტერატურა, XII კლასი
https://www.calameo.com/read/0056301207ba6fe901cea

გამომცემლობა „ლოგოს პრესი“, საგანი - ისტორია VII კლასი

http://logospress.ge/

გამომცემლობა „შემეცნება“, საგანი - ჩენი გარემო I-VI კლასები

https://www.shemetsneba.ge/

გამომცემლობა „მერიდიანი“, საგანი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება III-VI კლასები

http://gm7.ge/product-category

გამომცემლობა „სიდი“, საგანი - მე და საზოგადოება III-IV კლასი

მე და საზოგადოება. III კლასი. მოსწავლის წიგნი (ნაწილი 1)
https://en.calameo.com/read/005635646466bd59a4e45

მე და საზოგადოება. III კლასი. მოსწავლის წიგნი (ნაწილი 2)
https://en.calameo.com/read/0056356462feb0a8080b4

მე და საზოგადოება. III კლასი. მოსწავლის რვეული (ნაწილი 1)
https://en.calameo.com/read/0056356469598c6ac3c02

მე და საზოგადოება. III კლასი. მოსწავლის რვეული (ნაწილი 2)
https://en.calameo.com/read/0056356469432a2ef32fd

მე და საზოგადოება. III კლასი. მასწავლებლის წიგნი
https://en.calameo.com/read/0056356463691680c0f03

მე და საზოგადოება. IV კლასი. მოსწავლის წიგნი (ნაწილი 1)
https://en.calameo.com/read/005635646f749e7998f3d

მე და საზოგადოება. IV კლასი. მოსწავლის წიგნი (ნაწილი 2)
https://en.calameo.com/read/005635646b0d664826566

მე და საზოგადოება. IV კლასი. მოსწავლის რვეული (ნაწილი 1)
https://en.calameo.com/read/005635646d064615879e2

მე და საზოგადოება. IV კლასი. მოსწავლის რვეული (ნაწილი 2)
https://en.calameo.com/read/00563564601344931e091

მე და საზოგადოება. IV კლასი. მასწავლებლის წიგნი
https://en.calameo.com/read/00563564650e46d5c32e1

გამომცემლობა „სიდი“ და „სულაკაურის გამომცემლობა“, საგანი მოქალაქეობა, VII კლასი

მოქალაქეობა, VII კლასი (მასწავლებლის წიგნი)
https://www.calameo.com/read/005635646274aaa736030

მოქალაქეობა, VII კლასი (მოსწავლის წიგნი)
https://www.calameo.com/read/00563564688dc56c76a26

შპს "გაზეთი საქართველოს მაცნე" საგნები - ქართული ენა და ლიტერატურა I-IV კლასები, მათემატიკა V-VI კლასები, ბუნება I-IVკლასები, მუსიკა I-IVკლასები, მეორე უცხოური ენა რუსული V-VI კლასები

http://saqmatsne.ge

გამომცემლობა „კლიო“

საგანი - ჩვენი საქართველო, ავტორები: ელენე მეძმარიაშვილი, როლანდ თოფჩიშვილი, ნოდარ ელიზბარაშვილი, ანა კუპრავა-გოგოლაძე, გიორგი ვთანდილაშვილ

5 კლასი
მე-5 კლასის მასწავლებლის წიგნი https://goo.gl/EMvifM
მე-5 კლასი მოსწავლის წიგნი პირველი ნაწილი http://tiny.cc/59yxlz
მე-5 კლასი მოსწავლის წიგნი მეორე ნაწილი http://tiny.cc/9lzxlz

6 კლასი
მე-6 კლასის მასწავლებლის წიგნი https://goo.gl/twKcmG
მე-6 კლასი მოსწავლის წიგნი პირველი ნაწილი http://tiny.cc/qyzxlz
მე-6 კლასი მოსწავლის წიგნი მეორე ნაწილი http://tiny.cc/mg0xlz

საგანი - ხელოვნება, 1-ლი, მე-2, 3, 4, 5 და 6 კლასი, ავტორები ანა კლდიაშვილი, ნინო ღაღანიძე

1-ლი კლასის მასწავლებლის წიგნი https://goo.gl/5vogs4
1-ლი კლასის ელექტრონული რესურსი მასწავლებლის წიგნისთვის https://goo.gl/6AC5bz

მე-2 კლასის მასწავლებლის წიგნი https://goo.gl/DUTNK2
მე-2 კლასის ელექტრონული რესურსი მასწავლებლის წიგნისთვის https://goo.gl/hbjg8j

მე-3 კლასის მასწავლებლის წიგნი https://goo.gl/3WY5Lo
მე-3 კლასის მოსწავლის წიგნი http://tiny.cc/o81xlz

მე-4 კლასის მასწავლებლის წიგნი https://goo.gl/QMhcFV
მე-4 კლასის მოსწავლის წიგნი, პირველი ნაწილი http://tiny.cc/jf2xlz
მე-4 კლასის მოსწავლის წიგნი, მეორე ნაწილი http://tiny.cc/gj2xlz

მე-5 კლასის მასწავლებლის წიგნი https://goo.gl/SvdwpC
მე-5 კლასის მოსწავლის წიგნი http://tiny.cc/3o2xlz

მე-6 კლასის მასწავლებლის წიგნი https://goo.gl/HpTr7E
მე-6 კლასის მოსწავლის წიგნი, პირველი ნაწილი http://tiny.cc/cs2xlz
მე-6 კლასის მოსწავლის წიგნი, მეორე ნაწილი http://tiny.cc/pv2xlz

საგანი - ხელოვნება, მე-7 კლასი (ავტორები ანა კლდიაშვილი, ნინო ღაღანიძე, თამარ ჯაყელი)
მასწავლებლის წიგნი https://is.gd/zz1t8E
მოსწავლის წიგნი http://tiny.cc/nu0xlz

საგანი - ბიოლოგია, მე-7 კლასი (ავტორები მარინა სეხნიაშვილი და სხვ...).
მასწავლებლის წიგნი https://is.gd/rf37Re
მოსწავლის წიგნი http://tiny.cc/2vuxlz

საგანი - ფიზიკა, მე-7 კლასი, ავტორები რუსუდან ქანთარია, ლეილა ჩიჩუა...
მასწავლებლის წიგნი https://is.gd/laDvyE
მოსწავლის წიგნი http://tiny.cc/onpplz

საგანი - მოქალაქეობა, მე-7 კლასი, ავტორები მაია გოგოლაძე, ეკა სიმსივე, მანანა ჯინჭარაძე
მასწავლებლის წიგნი https://is.gd/7lHGrT
მოსწავლის წიგნი http://tiny.cc/mipplz

საგანი - ისტორია, მე-8 კლასი, ავტორები: ელენე მეძმარიაშვილი, თეიმურაზ პაპასქირი, მურმან პაპაშვილი და სხვ.
მოსწავლის და მასწავლებლის წიგნები

მასწავლებლის წიგნი http://tiny.cc/u6lylz
მოსწავლის წიგნი http://tiny.cc/p8lylz

გამომცემლობა „დიოგენე“,

საგანი - ქართული ენა და ლიტერატურა, მე-7 კლასი

http://bit.ly/ქართულის_სახელმძღვანელო

საგანი - მოქალაქეობა, მე-7 კლასი

http://bit.ly/მოქალაქეობა

საგანი - ფიზიკა, მე-7 კლასი

http://bit.ly/ფიზიკის_სახელმძღვანელო

საგანი - ისტორია, მე-7 კლასი

http://bit.ly/ისტორიის_სახელმძღვანელო

საგანი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მე-7 კლასი

http://bit.ly/ხელოვნების_სახელმძღვანელო

გამომცემლობა „ინტელექტი“

საგანი - მათემატიკა I-XII კლასი

https://intelekti.ge/bookcats_ge.php?id=16

საგანი - ქიმია VIII-XI კლასი

https://intelekti.ge/bookcats_ge.php?id=17

საგანი-ფიზიკა, VII-XI კლასი

https://intelekti.ge/bookcats_ge.php?id=18

საგანი -მუსიკა, I-IX კლასი

https://intelekti.ge/bookcats_ge.php?id=19

საგანი - ბუნებისმეტყველება, I-IV კლასი

https://intelekti.ge/bookcats_ge.php?id=40

საგანი - ბიოლოგია, VII კლასი

https://intelekti.ge/bookcats_ge.php?id=42

წაიკითხეთ სრულად