Baby Bag

შეამოწმეთ აკმაყოფილებს თუ არა განვითარების სტანდარტებს თქვენი შვილი

შეამოწმეთ აკმაყოფილებს თუ არა განვითარების სტანდარტებს თქვენი შვილი
ადრეულ ასაკში ბავშვისადმი სათანადო დამოკიდებულება და სწავლების ხელშეწყობა მომავალში მის პიროვნებად ჩამოყალიბების და ინტელექტუალური, ფიზიკური, სოციალური და ემოციური მდგომარეობის ფორმირების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. 

ქვემოთ მოცემულ სახელმძღვანელოში მოცემულია ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები, სადაც გაერთიანებულია ინფორმაცია იმის შესახებ, განვითარების რა დონეს უნდა აღწევდეს ბავშვი დაბადებიდან სკოლაში წასვლამდე, რა უნარ-ჩვევებსა და ცოდნას უნდა ფლობდეს იგი. 

სტანდარტებში ჩამოყალიბებულია ბავშვის განვითარების მაჩვენებლები კონკრეტულ ასაკთან მიმართებაში და წარმოადგენს სასურველ მოლოდინსა და შედეგებს, რომელთა მიღწევა შესაძლებელია ბავშვის მშობლების, მეურვეებისა და მასწავლებლების ერთიანი ძალისხმევით.

იხილეთ სახელმძღვანელო და შეამოწმეთ აკმაყოფილებს თუ არა განვითარების სტანდარტებს თქვენი შვილი. 


შეიძლება დაინტერესდეთ

შეიძლება თქვენს შვილს ანემია ჰქონდეს და თქვენ ამის შესახებ არაფერი იცოდეთ - რომელი კატეგორიაა რისკის ქვეშ?

შეიძლება თქვენს შვილს ანემია ჰქონდეს და თქვენ ამის შესახებ არაფერი იცოდეთ - რომელი კატეგორიაა რისკის ქვეშ?

ჩვილის ორგანიზმის ანემიისგან დასაცავად, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ პატარა საკმარისი რაოდენობით რკინას იღებს. ვიდეორგოლში გთავაზობთ საინტერესო რჩევებს, რომლებიც ანემიის სიმტპომების ამოცნობასა და მისი პრევენციისთვის ეფექტური მეთოდების შემუშავებაში დაგეხმარებათ.

წაიკითხეთ სრულად