Baby Bag

„ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება!“ - პედიატრ მაკა ჭიღლაძის რეკომენდაციები ჩვილის ჩაცმის წესებთან დაკავშირებით

პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილებში ზედმეტი გადახურების საფრთხეებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ ის მეტისმეტად არ შეფუთონ:

„არ შეიძლება ბავშვის ზედმეტად გადახურება. ასევე არ შეიძლება ჰიპოთერმია, დაბალი ტემპერატურა. ეს ბავშვისთვის არის ასევე ძალიან საგანგაშო. ჩვენ მშობლებს ვურჩევთ, რომ იმ ოთახში, სადაც ჩვილს ძინავს, ტემპერატურა იყოს 22-23 გრადუსი. ეს არ ეხება დღენაკლ და უმწიფარ ახალშობილს. მათთან შეიძლება უფრო მაღალი იყოს ოთახში ტემპერატურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის და ევროპის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებში გარკვევით წერია, რომ გადახურება ძალიან საშიშია ახალშობილისთვის.

ახალშობილს უნდა ჩავაცვათ ზომიერად. სახლში მას ქუდის დახურება არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება. ხშირად დედები ამბობენ: „ხელთათმანს ვაცვმევთ იმიტომ, რომ ბავშვს აქვს ფრჩხილები და შეიძლება თვითდაზიანება მიაყენოს თავს. ამისთვის მარტივია ხომ, არსებობს სპეციალური, პატარა, საყვარელი საბავშვო მაკრატელი და ბავშვს დავაჭრათ ფრჩხილები.

კარგი და მძლავრი რეკომენდაცია აქვს ბავშვის ჰაერზე გასეირნებას. ყველა ქართველ დედიკოს ვურჩევ, რომ ჰაერზე ასეირნონ ბავშვები, რა თქმა უნდა, კენგურუთი. ჰყავდეთ ძალიან ახლოს თავიანთი ჩვილები,“- მოცემულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ რადიო „თბილისის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „თბილისი“

შეიძლება დაინტერესდეთ

სტატიები, რომლებიც ყველაზე რთული პროფესიის - „დედობის“ მარტივად ათვისებაში დაგეხმარებათ

სტატიები, რომლებიც ყველაზე რთული პროფესიის - „დედობის“ მარტივად ათვისებაში დაგეხმარებათ

ყველა დედას შვილისთვის საუკეთესო უნდა. ამაში კი ჩვენი სტატიები დაგეხმარებათ. ცოდნა, რომელსაც ამ სტატიებიდან მიიღებთ, ყველაზე რთულ პროფესიას - ,,დედობას“ მარტივად აგათვისებინებთ.

დღეს რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:

1. „პატარებისთვის ძროხის რძისა და მაწვნის მიცემას, მე რეკომენდაციას არ ვუწევ“

2. გაბრაზებული ბავშვისთვის ჭკუის სწავლება ძალიან დიდი შეცდომაა - როგორ დავეხმაროთ პატარებს ემოციების მართვაში?

3. 10 ფილმი, რომელიც 6 წლამდე ასაკის ბავშვს აუცილებლად უნდა აჩვენოთ

4. დედა, რომელიც ნერვიულობს, რომ ბავშვმა საერთოდ არ ჭამა, ან არ ჭამა საკმარისი საჭმელი, იწყებს დაძალებს, რაც არის ფუნდამენტური შეცდომა...“

5. ამ მეთოდების დახმარებით თქვენს შვილს პამპერსს სამ დღეში გადააჩვევთ

6. „პირველივე კლასიდან მშობელი ცდილობს ბავშვს არ ჰქონდეს თავისუფალი დრო - ეს არის ბავშვზე ძალადობა“

7. თუ ასეთ წარმონაქმნს საკუთარ ან თქვენი პატარას სხეულზე შეამჩნევთ - ექიმის გაფრთხილება!!!

თუ გინდათ, მსგავსი ტიპის ინფორმაციური და საჭირო სტატიები არ გამოგეპაროთ და მუდმივად გაეცნოთ, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს👇

„მცოდნე დედების ჯგუფი“💜

წაიკითხეთ სრულად