Baby Bag

„მე მიყვარს ძილის წინ აღზრდის პედაგოგიკა, ეს იშვიათი მომენტია...“- შალვა ამონაშვილი

„მე მიყვარს ძილის წინ აღზრდის პედაგოგიკა, ეს იშვიათი მომენტია...“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვებს შორის კონფლიქტის აცილების გზებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„პირველ რიგში, ვურჩევდი, რომ მშობელმა ბავშვები ერთმანეთს არ შეადაროს. ვინ უფრო გააკეთა, ვინ ვერ გააკეთა, ვინ ვის უნდა დაუთმოს, ეს შეფასებები ბავშვებს არ უნდა გავუკეთოთ ჩვენ. არ ივარგებს დიდს ვთხოვოთ, რომ სულ დაუთმოს. პატარას კი უნდა ვთხოვოთ, რომ მოუსმინოს უფროსს, უფროსია ის, იცის რაღაცები. დიდი უნდა გამოვიყენოთ ჩვენ პატარას აღზრდაში. ცალკე უნდა ესაუბროთ უფროსს. უნდა უთხრათ: „ის ჯერ გამოუცდელია, შენ დიდი ხარ. შენ ეს იცი, ის იცი. დაგვეხმარე, რომ ჩვენ ეს პატარა აღვზარდოთ.“ ნელ-ნელა ვასწავლოთ, როგორ დაგვეხმაროს, ყურადღებიანი იყოს, დამთმობი იყოს, დაიცვას ის, ეთამაშოს მას.

„თუ უფროსს გამოუვა და კარგი გამოუვა უმცროსის მიმართ, უნდა გავაზვიადოთ და უთუოდ მადლობა ვუთხრათ უფროსს. მადლობა ვუთხრათ ძილის წინ. მე მიყვარს ძილის წინ აღზრდის პედაგოგიკა. ეს იშვიათი მომენტია ძილის წინ დასარიგებლად, გზაზე დასაყენებლად, მადლობის გადასახდელად, რაღაცის თხოვნა რომ გვინდა ბავშვისთვის. ძილის წინ მიუჯდეს დედა, მამა, უთხრას ბავშვს: „შვილო, მადლობა, რომ დღეს ასე დაგვეხმარე. მადლობა, რომ კარგად მოექეცი შენს ძმას, დიდი მადლობლები ვართ ამისთვის.“ მშობელმა უნდა დაარწმუნოს, რომ მან რაღაც გააკეთა. ეს მისი თვითშეფასება იქნება. პატარასაც თავისი უნდა ვუთხრათ, რომ გაუგონა, დაუჯერა უფროსს. ეს კარგი იყო ძალიან. მადლობა გამოუცხადეთ ბავშვს,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​ამონაშვილის აკადემია

შეიძლება დაინტერესდეთ

9 სამსახური, სადაც მუშაობას დიასახლისები სახლიდან გაუსვლელად მოახერხებენ

9 სამსახური, სადაც მუშაობას დიასახლისები სახლიდან გაუსვლელად მოახერხებენ

ზოგიერთი ქალი ბავშვების გაჩენის მერე სახლში რჩება და თავისი შვილების აღზრდით არის დაკავებული. უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ არის კარგი სახლში დარჩენა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შვილებთან ხარ და  მათი ცხოვრების არც ერთი მომენტი არ გამოგრჩება. ასევე ქალი, რომელსაც სამსახურში სიარული არ უწევს, იცმევს თავისუფლად და თავს გაცილებით ლაღად გრძნობს. თუმცა ამ ყველაფერს უარყოფითი მხარეც აქვს. დიასახლისებს არა აქვთ საკუთარი შემოსავალი. თუმცა არსებობს სამსახურები, რომლის შესრულებას დედები სახლიდან გაუსვლელად ​შეძლებენ.

გთავაზობთ ჩამონათვალს:

1. ბლოგერი

2. მწერალი, ჟურნალისტი

3. ბუღალტერი

4. რეპეტიტორი

5. სოციალური მედიის მენეჯერი

6. ტუროპერატორი

7. მკერავი

8. ძიძა (შენს შვილთან ერთად სხვასაც მოუვლი)

9. ინტერნეტგაყიდვების მენეჯერი

წაიკითხეთ სრულად