Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ არის დღეს განსაკუთრებით რთული დღე და ზოდიაქოს რომელი ნიშნები უნდა იყვნენ ფრთხილად? - ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

რატომ არის დღეს განსაკუთრებით რთული დღე და ზოდიაქოს რომელი ნიშნები უნდა იყვნენ ფრთხილად? - ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა დღევანდელ დღეს მთვარის დაბნელებისა და სავსემთვარეობის გამო ზოდიქოს რამოდენიმე ნიშნის წარმომადგენელს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა:

„დღეს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელებაა. რთული დღეა, ამიტომ ნუ ვიხმაურებთ. ემოცია ზედმეტად მაღალია. ამ ემოციამ შეიძლება შექმნას კონფლიქტი, დაპირისპირება, რაიმე სახის გაუგებრობა. ზოგიერთ შემთხვევაში ნევროზი მოიმატებს. ზოგს შეიძლება დეპრესიული ელემენტები გაუჩნდეს. ფსიქიატრებმა კარგად იციან დაბნელებებზე რა ემართებათ პაციენტებს, როგორ განიცდიან და ნერვიულობენ.

დღევანდელი დღე ფრთხილად გავიაროთ. არავითარი სარისკო მოქმედებები. არავითარი ზედმეტი გადაღლა და გადატვირთვა. მიუხედავად იმისა, რომ ენერგია ბევრი მოდის. ამ მომატებულმა ენერგიამ, შეიძლება შექმნას კონფლიქტი ან რაღაც სისულელე გაგვაკეთებინოს. ზოგიერთმა ახალგაზრდამ არ იცის, სად წაიღოს ეს ენერგია. ეს შეიძლება გადავის კონფლიქტში. ეს არის სატანური დღე. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ცდუნებების ალბათობა მაღალია. შეცდომების ალბათობა მაღალია. ხდება მზის და მთვარის დაპირისპირება მორიელი-კუროს ღერძზე. დაბნელება ხდება მორიელში. რისკ-ჯგუფში კურო და მორიელია, მერე უკვე მერწყული და ლომი. მათ სჭირდებათ ჩვეულებრივზე უფრო მეტი ყურადღება და სიფრთხილე. დღეს მოვერიდოთ ზედმეტ ეჭვიანობას, გესლიანობას, სარკასტულ გამოთქმებს, წყენის დამახსოვრებას, სამაგიეროს გადახდაზე ფიქრს,“- მოცემულ საკითხზე მიხეილ ცაგარელმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად