Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მარიტა გილოცავ შენთვის პირველ დედის დღეს'' - გიორგი გასვიანი მეუღლეს პირველ დედის დღეს ულოცავს

,,მარიტა გილოცავ შენთვის პირველ დედის დღეს'' - გიორგი გასვიანი მეუღლეს პირველ დედის დღეს ულოცავს

ტელეწამყვანი და მახიობი გიორგი გასვიანი მეუღლეს, მარიტა მელიქიშვილს დედის დღეს ულოცავს და პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

,,მარიტა, გილოცავ შენთვის პირველ დედის დღეს. 

მშვიდობიან დედობას გისურვებ. 

საუკეთესო დედა ხარ!''

შეგახსენებთ, რომ მარიტას და გიორგის ბიჭი შეეძინათ. პატარას გალა, იგივე გალაქტიონი დაარქვეს. 

წაიკითხეთ სრულად