Baby Bag

„დედებს ჰგონიათ, რომ ბავშვის ხშირად ხელში აყვანა არ შეიძლება, იმიტომ, რომ ის ამ მდგომარეობას მიეჩვევა... არავითარ შემთხვევაში!“ - ინგა მამუჩიშვილი

„დედებს ჰგონიათ, რომ ბავშვის ხშირად ხელში აყვანა არ შეიძლება, იმიტომ, რომ ის ამ მდგომარეობას მიეჩვევა... არავითარ შემთხვევაში!“ - ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ახალშობილების ტირილის სავარაუდო მიზეზები დაასახელა და მშობლებს ჩვილის დასამშვიდებლად საინტერესო რჩევები მისცა:

„ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ ახალშობილს ჰგონია, რომ ის აღმოჩნდა მარტო. აქედან გამომდინარე ის დედასთან დაბრუნებას ცდილობს. ძალიან ხშირად ბავშვებს უყვართ მარცხენა ძუძუ. რატომ? იმიტომ, რომ უკეთ ესმით დედის გულისცემა. ბავშვები ტირიან, ითხოვენ მუდმივად საკვებს. ისინი ძუძუთი კვებაზე თავისუფალ რეჟიმში იმყოფებიან. როდესაც იტირებს, ნებისმიერ შემთხვევაში დედამ უნდა შესთავაზოს რძე. თუ ეს ბავშვს არ ამშვიდებს, მაშინ უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.“

„დროთა განმავლობაში ბავშვი უკვე სწავლობს, როგორ შეატყობინოს დედას, თუ რა უნდა მას. დედა თვითონ ხვდება, რა უნდა ბავშვს. ტირილის მიზეზი ხშირად არის კოლიკა. ბავშვები ჭამენ, წოვენ ძალიან სწრაფად, რაც იწვებს მეტეორიზმს და ეს ძალიან მტკივნეულია. აქ ჩვენ ვიბნევით და ვცდილობთ, სხვადასხვა სახის სიმეტიკონები მივაწოდოთ ბავშვს, რაც ხშირ შემთხვევაში უეფექტოა, იმიტომ, რომ ბავშვს ჯერ არ აქვს მომწიფებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტული ფუნქცია.“

„ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა თუნდაც იმის მიმართ, რომ საფენი აქვს სველი, ცივა ან გადახურებულია. ისინი ვერ იტანენ ხალხმრავლობას და დიდი რაოდენობით ადამიანების სტუმრობას. სტუმრიანობის შემდეგ არიან აღგზნებულები, ვერ იძინებენ. ძალიან ხშირად ბავშვი რაღაცას ითხოვს. მობეზრდა მას წოლა და ტირის იმისთვის, რომ ავიყვანოთ ხელში. როგორც კი დედა აიყვანს ხელში, გულზე მიიკრავს, ბავშვი წყნარდება, მშვიდდება. დედებს ჰგონიათ, რომ ბავშვის ხშირად ხელში აყვანა არ შეიძლება, იმიტომ, რომ ის ამ მდგომარეობას მიეჩვევა. არავითარ შემთხვევაში! ეს არის მხოლოდ სითბოსა და სიყვარულის გადაცემა. კანის კანთან კონტაქტი ბავშვს დადებით ემოციებს გამოუმუშავებს," - აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა. 

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„ბავშვი რომ ტირის და მშობელს ვურჩევთ: ხელში არ აიყვანო და ცალკე დააძინე, ეს არ არის რეცეპტ...
​ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში გავრცელებული შიშების შესახებ ისაუბრა და მშობლებს მარტო დაძინების შიშის მქონე ბავშვებთან საჭირო მიდგომები გააცნო:„ამერიკულ კულტურაში მიღებულია, რომ ბავშვი ერთ...