Baby Bag

„ნუ დაგეზარება შენი შვილისთვის ლოცვა, დედის ლოცვას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„ნუ დაგეზარება შენი შვილისთვის ლოცვა, დედის ლოცვას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ შვილის დაცულობისთვის მშობლის ლოცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ერთ-ერთი უმთავრესი არის ლოცვა. მე ბევრი შემთხვევა მქონია, როდესაც ადამიანი თვითონ უძლურია, მასზე იწყებენ ლოცვას მისი ახლობლები. ეს ადამიანი ახლობლების ლოცვით წამოსულა ღვთისკენ. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს დედის ლოცვას. დედებს ხშირად ვეუბნები: მე შენს შვილზე ვერ ვილოცებ ისე, როგორც შენ შეგიძლია ილოცო შენი შვილისთვის.“

დეკანოზის თქმით, მშობელს შვილისთვის ლოცვა არ უნდა დაეზაროს:

„ნუ დაგეზარება შენი შვილისთვის ლოცვა. რომ ხედავ, შენი შვილი იღუპება, ჩხუბით, წივილით, კივილით ვერაფერს ვერ გაიტან. ერთ-ერთი ​ყველაზე მთავარი, რაც უნდა გააკეთო, ზოგჯერ უნდა დადგე მუხლებზე და ცრემლებით დედა ღვთისმშობელს უთხარი: „შენც ხომ დედა ხარ, შენ ხომ იცი დედის განცდა როგორია, შვილი მეღუპება, გეხვეწები, დამეხმარე...“ დარწმუნებული ვარ, თუ დედის თხოვნა ღვთის წინაშე გულწრფელი იქნება, არ არსებობს, ღმერთმა არ შეისმინოს.“

„სახლიდან ისე არ გამოვდივარ, რომ მამის ლოცვა არ წავიკითხო. ვიცი, რომ რასაც ღმერთს ვთხოვ ჩემი შვილების მიმართ, ეს ლოცვა ჩემს შვილებს სულ თან დაჰყვება. ჩემს შვილს ეს ლოცვა გადაფარებული აქვს და თან დაჰყვება. გარსს უკეთებს ჩემს შვილებს. გულით ნათქვამი ლოცვა, ვედრება ღვთის წინაშე, შენი შვილის გულს და გონებას ეხება,“- აღნიშნულ საკითხზე დეკანოზმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.

წყარო: ​„საპატრიარქოს ტელევიზია“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„თქვენი შვილებისთვის როცა ილოცებთ, ერთი რამე სთხოვეთ ღმერთს...“ - დეკანოზ შალვა კეკელიას რ...
​დეკანოზმა შალვა კეკელიამ მშობლების მიერ შვილებთან ურთიერთობისას დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხშირად მშობლები შვილებს უყურებენ, როგორც პატარებს, რომლებსაც ყველაფერი ეშლებათ:„​მშობლები შვილ...