Baby Bag

„რა თქმა უნდა, მამა იქ უნდა იყოს, როდესაც მის მეუღლეს უჭირს... მშობლები ერთ ბავშვს ელოდებიან,“ - დავით გაგუა

„რა თქმა უნდა, მამა იქ უნდა იყოს, როდესაც მის მეუღლეს უჭირს... მშობლები ერთ ბავშვს ელოდებიან,“ - დავით გაგუა

მეან-გინეკოლოგმა დავით გაგუამ მამის მშობიარობაზე დასწრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მამა დედას ამ დროს აუცილებლად გვერდში უნდა დაუდგეს:

„ადრე არ შეიძლებოდა მამები დასწრებოდნენ მშობიარობას, მიუღებელი იყო, განსაკუთრებით ჩვენთან საქართველოში. დღევანდელ დღეს დამოუკიდებლები არიან წყვილები. მშობლები თითქმის აღარ მოდიან, მარტო ცოლ-ქმარი მოდის მშობიარობის დროს. შესაძლებელია, მშობიარე თავისი მანქანით მოვიდეს, მანქანა ავტოსადგომზე გააჩეროს, იმშობიაროს და თვითონვე წავიდეს. ის ძალიან დამოუკიდებელია.“

დავით გაგუას თქმით, მშობლები საერთო შვილს ელოდებიან და მამის გვერდში დგომა მისასალმებელია:

„მშობლები ერთ ბავშვს ელოდებიან. მისასალმებელია მამის გვერდში დგომა. არის პრობლემები, როდესაც ცუდად ხდება მამა, თავის მეუღლეს, როგორც ქალს ისე არ უყურებს, მაგრამ ეს დროებითია. პირველ რიგში, ადამიანი შეიძლება მოუმზადებელი იყოს და ფიქრობდეს, რომ ვერ შეძლებს​. პირიქით, ადამიანს გვერდში დგომა მაშინ სჭირდება. როდესაც მის მეუღლეს უჭირს, მის შვილს აჩენს, მამა იქ უნდა იყოს, რა თქმა უნდა.“

„ძალიან ცუდად ჟღერს, როდესაც მამები თავის მეგობრებთან ერთად ქვევით შამპანურს სვამენ. შემდგომში შეიძლება შემოვიდეს, როდესაც მეტი დალევა აღარ შეუძლია დამსწრე ხალხს და სახლში უნდათ წასვლა. იწყება: გაუკეთე დამაჩქარებელი, საკეისრო გააკეთე. ერთი სული აქვს, რომ წავიდეს. პირიქით, ამ დროს მამებს სჭირდებათ გამაგრება და იქ ყველაზე კარგია,“- აღნიშნულ საკითხზე დავით გაგუამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

თუ ქალი და მისი ოჯახი მომზადებულები და ინფორმირებულები შეხვდებიან ორსულობას ყველა უსიამოვნ...
ორსულების მშობიარობისთვის მოსამზადებელ ფსიქოლოგიურ რჩევებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი რუსუდან სამხარაძე.​- რა არის მთავარი დეტალი, რისთვისაც მზად უნდა იყოს ორსული, რომ მშობიარობის შე...