Baby Bag

„სხვისი შვილი არ არსებობს, ეს დაიხსომეთ, ჩემო ძვირფასებო, ყველა ბავშვი ჩვენი საზრუნავია,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია შვილების მეგობრები კარგად შეისწავლონ და მათ ოჯახებსაც დაუახლოვდნენ:

„ბავშვს შეიძლება კარგი მეგობარიც გაუჩნდეს და ცუდიც გაუჩნდეს. ბავშვები სხვადასხვა ოჯახებში, სხვადასხვა ზნეობით იზრდებიან. როდესაც აღზრდილი ნაკლებად აღზრდილს უკავშირდება, შეიძლება, ყოველთვის კარგი გავლენა არ მოხდეს. შევისწავლოთ ჩვენი 13 წლის ქალიშვილის მეგობრები. მათ მშობლებს დავუკავშირდეთ. დაბადების დღეზე ჩვენი წრე შევქმნათ მშობლებმა. დავპატიჟოთ ჩვენი შვილები და გავიცნოთ ისინი.​ მე თქვენს შვილს დავაკვირდები, თქვენ ჩემსას დააკვირდით, შევეშველოთ ერთმანეთს.“

შალვა ამონაშვილის თქმით, სხვისი შვილი არ არსებობს და ყველა ბავშვი ჩვენი საზრუნავია:

„სხვისი შვილი არ არსებობს, ეს დაიხსომეთ, ჩემო ძვირფასებო. შენ ეს ბავშვი მოგაბარეს, მაგრამ მეორე ბავშვი, რომელსაც სხვა დედა ჰყავს, სხვისი შვილი კი არ არის. თუ ის სწორად არ გაიზარდა, შეიძლება თქვენს შვილს რამე ავნოს, ან პირიქით. ყველა ბავშვი ჩვენი საზრუნავია. გაერთიანდით დედები და მამები. ეს კარგად იმოქმედებს თქვენი შვილების სამეგობრო წრეზე.“

„სწორია დედა, რომელიც შვილის მეგობრების გამო შფოთავს, მაგრამ ბავშვს კი არ უნდა ეჩხუბოთ ამის გამო. შვილს არ აუკრძალოთ მეგობრობა. დააკვირდით, კარგი თვისებებით მოდის თუ ცუდი თვისებებით მათგან ბავშვი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„დედისა და მამის აღსარება დაუწერეთ შვილებს, რა არ გვეკუთვნის ეს?!“ - შალვა ამონაშვილის რეკ...
​აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, შვილებთან დაშვებული შეცდომები გამოასწორონ და მოინანიონ:„თუ თქვენ თავიდანვე ბავშვთან იყავით გულჩახურული, ​ავტორიტარი იყავით, მომთხოვნი იყავით, ამკრძ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„გუშინ სანი 1 წლის გახდა, უკვე დიდი ბიჭია, მე კი მრცხვენოდა, რომ მიხაროდა,“ - არჩილ სოლოღაშვილი

„გუშინ სანი 1 წლის გახდა, უკვე დიდი ბიჭია, მე კი მრცხვენოდა, რომ მიხაროდა,“ - არჩილ სოლოღაშვილი

ტელეწამყვანმა არჩილ სოლოღაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მისი შვილი, პატარა სანი 1 წლის გახდა. არჩილ სოლოღაშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გამო მას შვილის იუბილეზე სიხარულის შეგრძნების გამო რცხვენოდა:

„გუშინ სანი 1 წლის გახდა. უკვე დიდი ბიჭია და მე კიდე მრცხვენოდა, რომ მიხაროდა. მრცხვენოდა, რომ მავიწყდებოდა ის, რაც ხდება უკრაინაში, სადაც ამდენი უდანაშაულო ბავშვი იღუპება და ეწირება ნადირებთან ბრძოლას. ყველა ბავშვი იმსახურებს ნათელ და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრებას.

მადლობა ყველას, ვინც მოგვილოცეთ და ბოდიში ვისაც ვერ გიპასუხეთ.

დიდება უკრაინას, დიდება გმირებს,”- წერს არჩილ სოლოღაშვილი.

წაიკითხეთ სრულად