„სანდრო კარგად არის, იზრდება. დედობა რთულია, მაგრამ სასიამოვნოა. სულ რაღაცის მოლოდინი მაქვს და ვგრძნობ, რომ სულ რაღაც კარგი მელოდება წინ და ეს მახარებს. მე შეიძლება ცუდი დედა ვარ. დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ბოლომდე გამეაზრებინა, რა ხდება ჩემს თავს. ხომ არიან ქალები, რომლებსაც იმწუთასვე, როდესაც ამოიყვანენ ბავშვს, ჩაიხუტებენ და რაღაც ეცვლებათ. ასეთი რამე მართლა არ მქონდა, გულწრფელად და ვფიქრობდი: რატომ? მე რატომ არ მქონდა ეს?“
„ძაღლის და ბავშვის ყოლა სახლში ერთად ურთულესია. თუ მარტო ვარ, მაშინ სეირნობის პრობლემის გადაჭრა მიჭირს ხოლმე. ყოველდღიური ყოფითი რაღაცები რთულია, რთულია სისუფთავის შენარჩუნება, ბეწვისგან დაცვა. მე მეგონა, რომ თბილი ვიყავი ადამიანების მიმართ. ყოველთვის უფრო მეტად გამოვხატავდი ჩემს ემოციას, სითბოს, ვიდრე ეკა. ამ ძაღლების მერე მივხვდი, თურმე კიდევ რამდენი შემიძლია, რომ გამოვხატო,“- მოცემულ საკითხზე ნატალია ქუთათელაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „უიქენდი“ ისაუბრა.
წყარო: „უიქენდი“
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge
-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)