Baby Bag

I-XI კლასებისთვის ექსტერნატის გამოცდები იწყება

I-XI კლასებისთვის ექსტერნატის გამოცდები იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ I-XI კლასების მოსწავლეებისთვის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა.

I-XI კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველ მოსწავლეებს გამოცდაზე ექსტერნად დარეგისტრირება 2020 წლის 24 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.

ექსტერნატის გამოცდები 2020 წლის 2 სექტემბრიდან 2020 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებულ ინსტრუმენტებში ცვლილებაა

მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებულ ინსტრუმენტებში ცვლილებაა

მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების დამტკიცების შესახებ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამის დოკუმენტს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე აწერს ხელს.

იხილეთ მასწავლებლის მიერ განხორციელებული სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობის შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები​

წაიკითხეთ სრულად