Baby Bag

I-XI კლასებისთვის ექსტერნატის გამოცდები იწყება

I-XI კლასებისთვის ექსტერნატის გამოცდები იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ I-XI კლასების მოსწავლეებისთვის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა.

I-XI კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველ მოსწავლეებს გამოცდაზე ექსტერნად დარეგისტრირება 2020 წლის 24 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.

ექსტერნატის გამოცდები 2020 წლის 2 სექტემბრიდან 2020 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

საგნობრივი გზამკვლევები, რომლებიც მასწავლებლებს დისტანციურ რეჟიმში მოსწავლეთა მიღწევების შეფასებაში დაეხმარება

საგნობრივი გზამკვლევები, რომლებიც მასწავლებლებს დისტანციურ რეჟიმში მოსწავლეთა მიღწევების შეფასებაში დაეხმარება

თითოეული საგნისთვის მომზადდა გზამკვლევები, რომლებიც მასწავლებლებს დისტანციურ რეჟიმში მოსწავლეთა მიღწევების შეფასებაში დაეხმარება.

მეთოდიკური რეკომენდაციები ჩამოყალიბებულია საზოგადოების მხრიდან ხშირად დასმული შეკითხვებზე პასუხის ფორმატში, დანართების სახით (ცალკეული საგნების მიხედვით) კი შემოთავაზებულია პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებზე დაფუძნებითაც პედაგოგები კომპლექსური დავალებების პირობის შექმნას და მოსწავლეთა მიღწევების შეფასებას შეძლებენ.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა აღნიშნავს, სექტემბრისთვის განახლებული ვერსიები დაიდება:

მეთოდიკური რეკომენდაციები კომპლექსურ დავალებებთან და შეფასებასთან დაკავშირებით არის ის ნაწილი, რომელიც ყველა საგნისთვის საერთოა, ამიტომ ცალკე გამოვიტანეთ და აღარ ჩავრთეთ ყველა საგნის გზამკვლევში. ველით შენიშვნებს და რეკომენდაციებს.

სექტემბრისთვის დაიდება განახლებული ვერსიები. ამავე დროს, კომპლექსური დავალებების ბანკიც გვექნება, რომლებზეც ასეულობით სკოლის მასწავლებლები მუშაობენ ყველა საგანში მოხალისეობრივად,“ - აღნიშნავს მარიამ ჩიქობავა.

გზამკვლევები იხილეთ ამ ​ბმულზე

წაიკითხეთ სრულად