Baby Bag

„პირველი სკოლა, სადაც რეგისტრაცია დასრულდა, პირველი კლასიკური გიმნაზიაა“

„პირველი სკოლა, სადაც რეგისტრაცია დასრულდა, პირველი კლასიკური გიმნაზიაა“

პირველი სკოლა, სადაც რეგისტრაცია დასრულდა, პირველი კლასიკური გიმნაზიაა“, - ამის შესახებ რადიო „იმედის“ დილის არხის გადაცემაში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 13 ათასი მოსწავლე. 

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე http://registration.emis.ge.

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

იხილეთ საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია: http://mes.gov.ge/s/DpHE2

დაიშვებიან თუ არა 5 წლის ბავშვები სკოლაში? - განათლების სამინისტროს პასუხი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება.რაც შეეხება...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ინტერნეტ სივრცეში არის სპეციალური ანიმაციები, რომლებიც ბავშვის სიტყვათა მარაგის განვითარებას უწყობს ხელს,“ - ადრეული განათლების ექსპერტი ნანა გეგელაშვილი

„ინტერნეტ სივრცეში არის სპეციალური ანიმაციები, რომლებიც ბავშვის სიტყვათა მარაგის განვითარებას უწყობს ხელს,“ - ადრეული განათლების ექსპერტი ნანა გეგელაშვილი

ადრეული განათლების ექსპერტმა ნანა გეგელაშვილმა ბავშვების სიტყვის მარაგის გამდიდრების ტექნიკებზე ისაუბრა. მისი თქმით, ოჯახებში, სადაც ცოტას საუბრობენ, ბავშვებს მწირი სიტყვის მარაგი აქვთ:

„კვლევებმა აჩვენა, რომ ოჯახები ლინგვისტური კულტურით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. არიან ოჯახები, რომლებიც ​მთელი დღის განმავლობაში თუ ერთი საათი ელაპარაკნენ ბავშვს, 2000 სიტყვას დებენ ამ ერთ საათში. ოჯახები, რომლებშიც უფრო ცოტას ლაპარაკობენ, 600 სიტყვას სთავაზობენ ბავშვს. დიდი მნიშვნელობა აქვს პოზიტიურ სიტყვებსაც. ათ სიტყვაში თუ ცხრა პოზიტივია, ეს ბევრად უკეთესია.“

ნანა გეგელაშვილის თქმით, ნორმალურ პირობებში სამი წლის ბავშვის ტვინს ოთხი მილიონი სიტყვა აქვს გაგებული:

„დათვლილია, რომ სამი წლის პერიოდში ბავშვების ტვინს ოთხი მილიონი სიტყვა აქვს გაგებული. იმ ოჯახების ბავშვებს კი, ვისაც ცოტას ესაუბრებიან - ერთი მილიონი. სამი მილიონი სიტყვა არის განსხვავება. კვლევებით დგინდება, რომ ბაღის ასაკში სამი წლის ბავშვმა თუ იცის 1500 სიტყვა,​ იმ ოჯახების ბავშვებმა, სადაც ნაკლებს საუბრობენ, იციან 500 სიტყვა. ეს პირდაპირ აისახება სასკოლო ასაკში. სიტყვის მარაგი თუ მწირი აქვს ბავშვს, კითხვა მისთვის არის წვალება.“

„ინტერნეტ სივრცეში არის სპეციალური ანიმაციები, რომლებიც ბავშვის სიტყვათა მარაგის განვითარებას უწყობს ხელს. თითქოს ეს მარტივი ანიმაციებია, მაგრამ ამის უკან ნეირომეცნიერება დგას. ასეთია მაგალითად „3 შაშვის“ ანიმაცია. „ს“-სა და „შ“-ს შორის განსხვავება ბავშვებს ხშირად უჭირთ. ეს ვითომ გასართობი ანიმაციაა, მაგრამ არის ტექნოლოგია. ასევე არის „ხარის“ ანიმაცია, სადაც ტექსტი არის გარითმული. ბავშვს ძალიან მოსწონს გარითმვა. თამაშების სახით მშობლებმა რომ გაალექსინონ ბავშვს სიტყვები, ძალიან კარგია. ერთი პატარა ანიმაციით ბავშვი უკვე ექვს სიტყვას სწავლობს,“- აღნიშნულ საკითხზე ნანა გეგელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად