Baby Bag

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, პირველკლასელთა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები დადგინდა.

პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით უკვე წარმატებით განხორციელდა, თუმცა, პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, გახანგრძლივდა სკოლაში დოკუმენტაციის წარდგენის ვადა.

კერძოდ: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადად 24 აპრილის ნაცვლად 5 ივლისი განისაზღვრა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ წარსადგენ დოკუმენტებში არ იგულისხმება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით შეიცვალა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, მოსწავლეების ჩარიცხვა განხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭების გარეშე. გახანგრძლივებულ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსწავლის რეგისტრაცია გაუქმდება.

პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპზე იცვლება როგორც რეგისტრაციის, ასევე დოკუმენტების წარდგენის თარიღი:

რეგისტრაციის II ეტაპი განხორციელდება 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ხოლო დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით.

ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:

  • რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში;
  • მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი;
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რეგისტრაციის III ეტაპზეც იცვლება როგორც რეგისტრაციის, ასევე დოკუმენტების წარდგენის ვადები:

III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია - 2 ივნისს დაიწყება და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რეგისტრაციის ბოლო IV ეტაპზეც ასევე იცვლება რეგისტრაციის და დოკუმენტების წარდგენის თარიღი:

IV ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 20 აგვისტოს დაიწყება და10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  • საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სკოლები დაამტკიცებენ საქმისწარმოების ახალ წესს, რომელიც საშუალებას მისცემს მშობლებს ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა 2 დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა იხელმძღვანელონ, ,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს N675 ბრძანებით და მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად არ მოითხოვონ დამატებით სხვა დოკუმენტები, რაც არ არის განსაზღვრული აღნიშნული ბრძანებით.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველკლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).


იხილეთ საჯარო სკოლების ელექტრონული ფოსტების მისამართები

ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლის მიერ დაგეგმილი ლექცია-ვებინარების სტატისტიკური მონაცემები

მასწავლებლის სახლის მიერ დაგეგმილი ლექცია-ვებინარების სტატისტიკური მონაცემები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილი ლექცია-ვებინარების სტატისტიკური მონაცემები, დღევანდელი მდგომარეობით:

ჯამში - 836500 ათ. ნახვა;

1. ლექცია-ვებინარი ბიოლოგიაში - 17,3 ათ. ნახვა;

2. ლექცია-ვებინარი გეოგრაფიაში - 18,2 ათ. ნახვა;

3. ლექცია-ვებინარი რუსულ ენაში - 19 ათ. ნახვა;

4. ლექცია-ვებინარი ინგლისურ ენაში - 11,8 ათ. ნახვა;

5. ლექცია-ვებინარი სამოქალაქო განათლებაში - 12,1 ათ. ნახვა;

6. ლექცია-ვებინარი ისტ-ში - 10,4 ათ. ნახვა;

7. ლექცია-ვებინარი ქიმიაში - 8,1 ათ. ნახვა;

8. ლექცია-ვებინარი მათემატიკაში - 15,3 ათ. ნახვა;

9. ლექცია-ვებინარი ფიზიკაში - 9,3 ათ. ნახვა;

10. ლექცია-ვებინარი ქართულში - 20,9 ათ. ნახვა;

11. ლექცია-ვებინარი ბუნებისმეტყველებაში - 13,2 ათ. ნახვა;

12. ლექცია-ვებინარი ხელოვნებაში - 7,6 ათ. ნახვა;

13. ლექცია-ვებინარი მუსიკაში - 15,1 ათ. ნახვა;

14. ლექცია-ვებინარი სპორტში - 19,4 ათ. ნახვა;

15. ლექცია-ვებინარი ფრანგულ ენაში - 5,7 ათ. ნახვა;

16. ლექცია-ვებინარი გეოგრაფიაში - 20,9 ათ. ნახვა;

17. ლექცია-ვებინარი ბიოლოგია და ისტ-ში - 5,1 ათ. ნახვა;

18. ლექცია-ვებინარი გერმანულ ენაში - 6 ათ. ნახვა;

19. ლექცია-ვებინარი ციფრული ტექნოლოგიები განათლებაში - 16,3 ათ. ნახვა;

20. ლექცია-ვებინარი ინგლისურ ენაში - 11,3 ათ. ნახვა;

21. ლექცია-ვებინარი ფიზიკა და ისტ-ში - 11,4 ათ. ნახვა;

22. როგორ გავატაროთ სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან დრო - რატომ არის მნიშვნელოვანი თამაში - 23,2 ათ. ნახვა;

23. ლექცია-ვებინარი ქიმიაში - 4,6 ათ. ნახვა;

24. ლექცია-ვებინარი მათემატიკაში - 12,8 ათ. ნახვა;

25. ლექცია-ვებინარი ბიოლოგიაში - 11 ათ. ნახვა;

26. ლექცია-ვებინარი ისტ-ში - 12 ათ. ნახვა;

27. ლექცია-ვებინარი ისტორიაში - 11,8 ათ. ნახვა;

28. ლექცია-ვებინარი სამოქალაქო განათლებაში - 9,9 ათ. ნახვა;

29. თამაშები ბავშვებისა და მშობლების/მზრუნველებისთვის - 65,4 ათ. ნახვა;

30. დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება სასწავლო პროცესში - 22,6 ათ. ნახვა;

31. კომუნიკაციისა და მართვის სისტემის აწყობა დისტანციურ რეჟიმში - 54,3 ათ. ნახვა;

32. ლექცია-ვებინარი ბუნებისმეტყველებაში - 13,3 ათ. ნახვა;

33. ლექცია-ვებინარი ქართულ ენასა და ლიტერატურაში - 29 ათ. ნახვა;

34. პროფესიული განათლება პანდემიის დროს - 15,7 ათ. ნახვა;

35. ლექცია-ვებინარი ფიზიკაში - 8 ათ. ნახვა;

36. ლექცია-ვებინარი რუსულ ენაში - 16,3 ათ. ნახვა;

37. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები - 13,3 ათ. ნახვა;

38. ლექცია-ვებინარი ბუნებისმეტყველებაში - 16,2 ათ. ნახვა;

39. როლური თამაშის მნიშვნელობა და უფროსის როლი - 23,3 ათ. ნახვა;

40. ლექცია-ვებინარი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში - 6,3 ათ. ნახვა;

41. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის ზოგადი მიმოხილვა - 23,3 ათ. ნახვა;

42. ლექცია-ვებინარი გეოგრაფიაში - 28,2 ათ. ნახვა;

43. საჭიროებათა კვლევა, როგორც დამხმარე ინსტრუმენტი - დირექტორისა და პედაგოგისთვის - 18,2 ათ. ნახვა;

44. ლექცია-ვებინარი მათემატიკაში - 17,3 ათ. ნახვა;

45. მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროგრამები - 11,3 ათ. ნახვა;

46. ლექცია-ვებინარი ფიზიკასა და ისტ-ში - 7,5 ათ. ნახვა;

47. „კრიტიკული მეგობარი“ - 15,8 ათ. ნახვა;

48. სარკინიგზო კოლეჯი პანდემიის პირობებში - 7,1 ათ. ნახვა;

49. არსებული რესურსების ოპტიმალური გამოყენება - 26,8 ათ. ნახვა;

50. აქტივობები - ჰიგიენის წესების დაცვაზე - 6,9 ათ. ნახვა;

51. ლექცია-ვებინარი მუსიკაში - 17,6 ათ. ნახვა;

52. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის პრაქტიკული კურსი - 13,1 ათ. ნახვა;

წაიკითხეთ სრულად