Baby Bag

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები „მედიის ეკონომიკის“ კურსს დაეუფლებიან

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები „მედიის ეკონომიკის“ კურსს დაეუფლებიან

ახალი სასწავლო წლიდან (სექტემბრიდან) მოსწავლეები „მედიის ეკონომიკის“ კურსს დაეუფლებიან. კურსი ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation“-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტად არის აღიარებული. 

კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში „მედიის ეკონომიკის“ კურსის ავტორი „ზაფირიას მედიაგანათლების ცენტრის“ დირექტორი, ცნობილი იტალიელი ტრენერი ალესანდრა ფალკონი ჩამოიყვანა, რომელიც 50 მასწავლებელსა და ტრენერს გადაამზადებს.

პროექტი „მედიის ეკონომიკა“ მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარებას ემსახურება და ის ციფრული მედიის ეკონომიკის პრინციპების სწავლებაზეა ორიენტირებული. „მედია ეკონომიკის“ კურსის სამიზნე აუდიტორიას 10-დან 15 წლამდე მოზარდები წარმოადგენენ. 

პროექტი ფოკუსირებულია სოციალურ მედიაზე, რომელიც მოზარდების ყურადღებას ამახვილებინებს პირადი ინფორმაციის დაცვის ასპექტებზე, კიბერბულინგსა და ინტერნეტში არსებულ სხვა საფრთხეებზე. ამასთან, პროექტის მიზანია მოზარდები სწორად ინფორმირებულნი იყვნენ საკუთარი ონლაინ პიროვნების შესახებ.

იხილეთ ასევე:

10 რჩევა, რომელიც ბავშვის კიბერბულინგისგან დაცვაში დაგეხმარებათ

შეიძლება დაინტერესდეთ

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ნიმუში

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ნიმუში

გთავაზობთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ნიმუშს. კვლევა ჩატარდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლის, მაგული დიასამიძის მერ მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასებში. Moms.ge-ს კვლევის ანგარიში სწორედ მან მიაწოდა.

საკვლევი საკითხი იყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების გზების კვლევა საბუნებისმეტყველო საგნების გაკვეთილებზე. კვლევის მიზანი გახლდათ, საბუნებისმეტყველო გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობის გაუმჯობესების გზების ძიება და მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება.

იხილეთ კვლევა ბმულზე - ​მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების გზების კვლევა საბუნებისმეტყველო საგნების გაკვეთილებზე 

იხილეთ კვლევის სხვა ნიმუშები:

1.  ​პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ნიმუში

2. როგორ უნდა განხორციელდეს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - მაგალითი

წაიკითხეთ სრულად