Baby Bag

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები „მედიის ეკონომიკის“ კურსს დაეუფლებიან

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები „მედიის ეკონომიკის“ კურსს დაეუფლებიან

ახალი სასწავლო წლიდან (სექტემბრიდან) მოსწავლეები „მედიის ეკონომიკის“ კურსს დაეუფლებიან. კურსი ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation“-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტად არის აღიარებული. 

კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში „მედიის ეკონომიკის“ კურსის ავტორი „ზაფირიას მედიაგანათლების ცენტრის“ დირექტორი, ცნობილი იტალიელი ტრენერი ალესანდრა ფალკონი ჩამოიყვანა, რომელიც 50 მასწავლებელსა და ტრენერს გადაამზადებს.

პროექტი „მედიის ეკონომიკა“ მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარებას ემსახურება და ის ციფრული მედიის ეკონომიკის პრინციპების სწავლებაზეა ორიენტირებული. „მედია ეკონომიკის“ კურსის სამიზნე აუდიტორიას 10-დან 15 წლამდე მოზარდები წარმოადგენენ. 

პროექტი ფოკუსირებულია სოციალურ მედიაზე, რომელიც მოზარდების ყურადღებას ამახვილებინებს პირადი ინფორმაციის დაცვის ასპექტებზე, კიბერბულინგსა და ინტერნეტში არსებულ სხვა საფრთხეებზე. ამასთან, პროექტის მიზანია მოზარდები სწორად ინფორმირებულნი იყვნენ საკუთარი ონლაინ პიროვნების შესახებ.

იხილეთ ასევე:

10 რჩევა, რომელიც ბავშვის კიბერბულინგისგან დაცვაში დაგეხმარებათ

შეიძლება დაინტერესდეთ

განმავითარებელი შეფასების პრაქტიკაში დანერგვის მაგალითი - ვიდეო

განმავითარებელი შეფასების პრაქტიკაში დანერგვის მაგალითი - ვიდეო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს ვიდეოს, რომელიც განმავითარებელი შეფასების პრაქტიკაში დანერგვას უკავშირდება.


ვიდეო შეიქმნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

წაიკითხეთ სრულად