- სოციალური
. აქ ყველაფერი მარტივადაა, მოსწავლეები დღეს აქტიურად გამოიყენებენ სოციალურ ქსელებს, ფორუმებსა და ჩატებს, ამიტომაც ინფორმაციის მიწოდების ხერხი დისტანციური სწავლების პირობებში მათთვის ნაცნობი და კომფორტული იქნება. - ტექნიკური.
ტექნიკური აღჭურვილობის თვალსაზრისით სკოლებში ამ მხრივ ყველაფერი კარგად როდია, არც კომპიუტერებია საკმარისი და არც ინტერნეტთან წვდომაც. კომპიუტერი სახლში ყველა მოსწავლეს არ აქვს. კიდევ ერთი პრობლემა – მასწავლებლებს ყოველთვის დამოუკიდებლად როდი შეუძლიათ, მაგალითად, ვიდეოკონფერენციის ორგანიზება. - მეთოდური.
მთავარი წინააღმდეგობა ის არის, რომ დისტანციური სწავლების გამოყენებას მაშინ აქვს აზრი, როცა იგი ზრდის განათლების ხარისხს, ზოგადად. თუმცა ამის მიღწევა რთულია უმეტესობისთვის შესაბამისი გამოცდილებისა და გარკვეული უნარების გარეშე.
- მოსწავლეებისათვის დისტანციური განათლება წარმოდგენილი უნდა იყოს სისტემაში;
- უნდა შეიქმნას ერთიანი ელექტრონული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც უზრუნველყოფს:
- სწავლება უნდა ახდენდეს აუდიტორული და დისტანციური მეცადინეობის, მოსწავლეების დამოუკიდებელი მუშაობის შეთავსებას, ასევე, მოიცავდეს ტრადიციულ სასწავლო-მეთოდურ მასალას;
- აუცილებელია თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება;
- სასწავლო პროცესის რეალიზება უნდა მოხდეს განსხვავებულ რეჟიმებზე (როგორც ონლინე რეჟიმში, როცა სასწავლო ღონისძიებები და პედაგოგთან ურთიერთქმედება ხორციელდება დროის რეალურ რეჟიმში, ასევე, დროის გადადებულ რეჟიმში, რომელიც აძლევს ბავშვს მისთვის მოხერხებულ ნებისმიერ დროს სასწავლო მასალის ათვისების შესაძლებლობას);
- სასწავლო პროცესს დისტანციური სწავლების ტექნოლოგიების გამოყენებით უნდა უზრუნველყოფდეს მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კოლექტივი, რომელიც მუდმივად ზრუნავს საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე.