Baby Bag

სიახლე მასწავლებლებისთვის - განათლების სამინისტროს ახალი პროექტი

სიახლე მასწავლებლებისთვის - განათლების სამინისტროს ახალი პროექტი
დღეიდან „ტელესკოლის“ ეთერში გადაცემა „სამასწავლებლო” იწყება.

პროექტი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პირველი არხისა და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა „კენწეროს“ თანამშრომლობის შედეგია, მიზნად მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და მოსწავლეებისთვის განათლების თანამედროვე გამოწვევებისა და ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე სიახლეების უკეთ გაცნობას ისახავს.

რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს და როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია მოსწავლეს? რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის ჩართულობა ბავშვის განათლებაში? როგორია შეფასების თანამედროვე სტანდარტების სისტემა და დისტანციური სწავლების საუკეთესო პრაქტიკა?

15 ნოემბრიდან ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 15:30 საათზე, ამ და სხვა საკითხებზე „სამასწავლებლოში“ განათლების ექსპერტები და მასწავლებლები ისაუბრებენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის გამოქვეყნდება შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდის შედეგები - Naec

როდის გამოქვეყნდება შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდის შედეგები - Naec

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდის შედეგები დეკემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება. მათივე ცნობით, სწორედ ამ დროს გასაჯაროვდება ტესტის სწორი პასუხები და შეფასების სქემები.

​შემოდგომის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები სრულად

შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600 - ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია.

წაიკითხეთ სრულად