Baby Bag

სიახლე მასწავლებლებისთვის - განათლების სამინისტროს ახალი პროექტი

სიახლე მასწავლებლებისთვის - განათლების სამინისტროს ახალი პროექტი
დღეიდან „ტელესკოლის“ ეთერში გადაცემა „სამასწავლებლო” იწყება.

პროექტი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პირველი არხისა და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა „კენწეროს“ თანამშრომლობის შედეგია, მიზნად მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და მოსწავლეებისთვის განათლების თანამედროვე გამოწვევებისა და ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე სიახლეების უკეთ გაცნობას ისახავს.

რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს და როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია მოსწავლეს? რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის ჩართულობა ბავშვის განათლებაში? როგორია შეფასების თანამედროვე სტანდარტების სისტემა და დისტანციური სწავლების საუკეთესო პრაქტიკა?

15 ნოემბრიდან ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 15:30 საათზე, ამ და სხვა საკითხებზე „სამასწავლებლოში“ განათლების ექსპერტები და მასწავლებლები ისაუბრებენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

ელექტრონული ჟურნალი შეფასებებისა და დასწრების შესახებ ინფორმაციის ეფექტურ აღირცხვას და მშობლებისათვის შეტყობინების სახით გადაგზავნას უზრუნველყოფს

ელექტრონული ჟურნალი შეფასებებისა და დასწრების შესახებ ინფორმაციის ეფექტურ აღირცხვას და მშობლებისათვის შეტყობინების სახით გადაგზავნას უზრუნველყოფს
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, განახლებული ელექტრონული ჟურნალი საგანმანათლებლო პროცესის მონაწილეებს შორის ეფექტურ კომუნიკაციას უზრუნველყოფს, რადგანაც ის გთავაზობთ:
  • მშობელსა და მასწავლებელს შორის პირდაპირი კომუნიკაციის არხს
  • შეფასებებისა და დასწრების შესახებ ინფორმაციის ეფექტურ აღირცხვას და მშობლებისათვის შეტყობინების სახით გადაგზავნას
  • მასწავლებელსა და მშობელს შორის დღის განრიგისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის სწრაფ მიმოცვლას
სისტემაში შესვლა შესაძლებელია როგორც პერსონალური კომპიუტერით ასევე მობილური ტელეფონით. 

ელექტრონული ჟურნალის აპლიკაციის გადმოსაწერად ეწვიეთ შესაბამის ბმულს:
წაიკითხეთ სრულად